მაგდა შეყელაძე1482 2012.10.14
მაგდა შეყელაძე
ადვოკატი მაგდა შეყელაძე საადვოკატო ბიურო OK & CG-ის ადვოკატია. მაგდას აქვს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება, სპეციალიზაცია – სამოქალაქო სამართალი. მისი საქმიანობის ძირითადი სფეროებია სამოქალაქო სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, საერთაშორისო კერძო სამართალი და ადამიანის უფლებათა დაცვის სამართალი. იგი 2011 წლიდან ჩვენი საადვოკატო ბიუროს, OK&CG–ს გუნდის წევრია. მაგდამ 2011 წელს დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. ამჟამად იგი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია. თავისი იურიდიული კარიერის დასაწყისში მაგდა ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის კლინიკაში ეწეოდა პრო-ბონო საქმიანობას. მოგვიანებით გახდა ამავე სამართლის კლინიკის დირექტორის თანაშემწე. სასწავლო კურსის ფარგლებში იგი უფასო იურიდიულ დახმარებას გასწევდა თბილისის მერიის პროგრამითაც. ასევე გახლდათ ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის წევრი. პროფესიული წევრობა - იურისტ სტუდენტთა ასოციაცია. მაგდას გავლილი აქვს სხვადასხვა იურიდიული სასერთიფიკატო კურსები, ესწრებოდა მრავალ ტრენინგსა და კონფერენციას, გახლავთ არაერთი პუბლიკაციის ავტორი. მან წარმატებით გაიარა კურსი პირადი მონაცემების დაცვისა და საერთაშორისო სამართალში, საფრანგეთში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსტიტუტში. მაგდა თავისუფლად ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.