დაავადებათა ჩამონათვალი, რომლის საფუძველზეც მსჯავრდებულები გათავისუფლდებიან1311 2013.02.20
დაავადებათა ჩამონათვალი, რომლის საფუძველზეც მსჯავრდებულები გათავისუფლდებიან
სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების და ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროების წარმომადგენლებმა საქართველოს ექიმთა ასოციაციასთან ერთად შეიმუშავეს დაავადებათა ახალი ჩამონათვალი, რომლის საფუძველზეც მოხდება მსჯავრდებულთა სასჯელისგან გათავისუფლება. 15 თებერვალს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა ხელი მოაწერა ბრძანებას იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ბრძანებაში მითითებული დაავადებათა ჩამონათვალი (ტუბერკულოზი, ავთვისებიანი სიმსივნეები, სხივური დაავადება, ენდოკრინული სისტემის დაავადებები, ფსიქიკური აშლილობები, ნერვული სისტემის დაავადებები, მხედველობის მოშლა და სიბრმავე, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, სასუნთქი გზების დაავადებები, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, თირკმლის დაავადებები, ძვალ-სახსროვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, ანატომიური დეფექტები, აივ ინფექცია/შიდსი, ჰემატოლოგიური დაავადებები) შეესაბამება დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორს (ICD-10), სადაც ნათლად არის განსაზღვრული დაავადებათა სტადიები და გართულებები, რომლის შემთხვევაშიც მსჯავრდებული უნდა გათავისუფლდეს, ასევე შეტანილია თვისობრივად ახალი მუხლი (მუხლი 16), რომელიც იძლევა იმ მსჯავრდებულ პაციენტთა შეფასების და გათავისუფლების შესაძლებლობას, რომელთა შემთხვევაშიც სამედიცინო ჩარევა უშედეგოა.