უძველესი კანონმდებლობა – ჰამურაბის სამართლის კოდექსი4485 2013.02.21
უძველესი კანონმდებლობა – ჰამურაბის სამართლის კოდექსი
ჩვენამდე მოღწეულ ერთ–ერთ უძველეს კანონმდებლობად ბაბილონის მეფე ჰამურაბის (ხამურაბის) მიერძვ.წ. XVIII საუკუნეში შექმნილი სამართლის კოდექსი ითვლება. ჰამურაბი ბაბილონის მეექვსე მეფე იყო დაძვ.წ. 1792-1750 წლებში მეფობდა. მისი სამართლის კოდექსი დღესდღეობით პარიზის ლუვრში ინახება. ჰამურაბის სამართლის კოდექსი 282 კანონისაგან შედგებოდა. მათი ნაწილი დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება უსამართლოდ მოგვეჩვენოს, ნაწილი კი აქტუალობას დღესაც არ კარგავს. ჰამურაბის სამართლის კოდექსის მიხედვით თუ ერთი მეორეს მკვლელობას დასწამებს, მაგრამ ბრალდებას ვერ დაუმტკიცებს, ბრალმდებელი სიკვდილით დაისჯება. თუ ერთი მეორეს ბრალს დასდებს და დაამტკიცებს მას, ბრალმდებელი ფულით უნდა დასაჩუქრდეს. თუ მოსამართლე გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ მოგვიანებით გაირკვევა, რომ ის მცდარი იყო, მან თორმეტჯერ მეტი უნდა გადაიხადოს ვიდრე ბრალდებულმა და მოსამართლის უფლებას სამუდამოდ დაჰკარგავს. თუ ვინმე საკუთარ ბაღს მებაღეს მისცემს მოსავლელად და მებაღე ოთხი წლის განმავლობაში სამსახურს პირნათლად შეასრულებს, მეხუთე წელს მფლობელი მებაღეობაში თავადაც უნდა დასაქმდეს. თუ მებაღე საკუთარ საქმეს პირნათლად ვერ შეასრულებს, მან უნდა დაფაროს დანაკლისი ზარალიან წელიწადს მეზობლის მოსავლის რაოდენობის მიხედვით. თუ გათხოვილი ქალი მრუშობს, ისიც და მისი საყვარელიც უნდა შეიპყრონ და წყალში ჩაყარონ, მაგრამ ცოლს შეიძლება სასჯელი მოეხსნას, თუ ქმარი მას მეფეს აჩუქებს, როგორც მონას. თუ მამაკაცი იძალადებს სხვა კაცის ქალზე , მოძალადეს სიკვდილით დასჯიან, ქალი კი უდანაშაულო იქნება. თუ მამაკაცი ომში ტყვედ აიყვანეს, ხოლო ქალი სახლს მიატოვებს საჭმლის სიუხვის მიუხედავად, ეს ქალი წყალში უნდა გადაიგდოს. თუ მამაკაცი ომში ტყვედ აიყვანეს და შინ საჭმელი არ არის, მაშინ ცოლი თავისუფლდება სხვა სახლში წასასვლელად. თუ მამაკაცი გაყრას მოინდომებს ცოლთან, რომელსაც მისგან შვილები ჰყავს, მაშინ მამაკაცის მიწისა და ფულის ნაწილი ცოლს უნდა გადაეცეს. როცა შვილები გაიზრდებიან, ცოლი შეიძლება ხელმეორედ გათხოვდეს. თუ მამაკაცი გაყრას მოინდომებს ქალთან, რომელსაც მისგან შვილები არ ჰყავს, მაშინ მამაკაცმა ქალს უნდა დაუბრუნოს მზითევი და ფული, რომელიც ქალმა მამის ოჯახიდან მოიტანა. თუ მავანი გაარტყამს მამაკაცს, რომლის რანგი მისაზე მაღალია, მაშინ მას 60 როზგი უნდა მოხვდეს საჯაროდ. თუ მამაკაცი ორსულ ქალს გაარტყამს და ამის გამო ქალს მუცელი მოეშლება, მამაკაცმა მას 10 შეკელი უნდა გადაუხადოს. თუ მავანი სახლის კედელს გაანგრევს მის გასაძარცვად და მას დაიჭერენ, სასჯელის სახით მას კედელში ჩააშენებენ. თუ ვაჟიშვილი დედას ხელს გაარტყამს, მას ხელებს მოჰკვეთენ. თუ ვაჟიშვილი იტყვის რომ მისი დედა ან მისი მამა მისი მშობელი არაა, მას ენას მოჰკვეთენ. თუ მამაკაცი ვაჟს იშვილებს და ვაჟი მშვილებლის ოჯახში გაიზრდება, ვაჟის ნამდვილ მშობელს არა აქვს უფლება მისი დაბრუნება მოითხოვოს. თუ სახლს ცეცხლი გაუჩნდება და ის ვინც მის ჩასაქრობად მოვა, ხელი წაუცდება ოჯახის საკუთრებაზე, დაისჯება იმავე ცეცხლშიდაწვით.