ეკონომიკური საქმიანობა1904 2013.03.05
ეკონომიკური საქმიანობა
ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ეკონომიკურ საქმიანობას არ განეკუთვნება: ა) სახელმწიფო ხელისუფლების, დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობა, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციების შესრულებასთან, გარდა ხელშეკრულების საფუძველზე ფასიანი მომსახურების გაწევისა და სხვა სამეწარმეო საქმიანობისა; ბ) საქველმოქმედო საქმიანობა; გ) რელიგიური საქმიანობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საქმიანობა.