ასაკის გამო საჯარო სამსახურიდან ვეღარ გაგათავისუფლებენ786 2013.03.08
ასაკის გამო საჯარო სამსახურიდან ვეღარ გაგათავისუფლებენ
პარლამენტმა უკვე უყარა კენჭი "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტს, რომლის მიხედვითაც საჯარო სამსახურში დასაქმებულ 65 წელს მიღწეულ პირს სამსახურის დაკარგვისაგან კანონი დაიცავს. ზღვრული ასაკის გამო საჯარო მოხელეს ვეღარ გაათავისუფლებენ, თუ ამისათვის რაიმე სხვა მიზეზი არ არსებობს. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საჯარო სამსახურში ზღვრული ასაკი 65 წელს წარმოადგენს და ამ ასაკი მიღწევის შემდეგ შეუძლიათ პირი ახსნა–განმარტების გარეშე გაათავისუფლონ და მას კონკურსში მონაწილეობის მიღება აღარ შეუძლია. ცვლილება ასევე ეხება საჯარო სამსახურში დაწინაურების წესსაც. საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის დაწინაურებისათვის ხელახალი კონკურსის გავლა საჭირო აღარ იქნება. იმ პირის დაწინაურება, რომელსაც კონკურსი აქვს გავლილი,უშუალო ხელმძღვანელის წარდგინებით, საატესტაციო კომისიის გავლის გარეშე იქნება შესაძლებელი.