2013 წლის 15 მარტი846 2013.03.15
2013 წლის 15 მარტი
საღამო მშვიდობის! კიდევ ერთხელ მოგესალმებით ჩვენს მეგობრებსა და ერთგულ მკითხველებს. დღეს 2013 წლის 15 მარტია, პარასკევი. სამუშაო კვირის ბოლოს თქვენთან ერთად შევაჯამებთ განვლილ ხუთ დღეს. გასულ კვირაში საადვოკატო ბიურო OK & CG–ის ადვოკატებს ხუთი სასამართლო პროცესი ჰქონდათ. კვირის ბოლო დღეს ერთ–ერთ საქმეზე სასამართლომ საბოლოო გადაწვეტილება გამოაცხადა. ჩვენდა სასიხარულოდ გადაწყვეტილება ჩვენი მარწმუნებლის სასარგებლოდ იქნა გამოტანილი. გასული კვირის განმავლობაში, ტრადიციულად, თეორიული ლექციები უტარდებოდათ ბიუროს სტაჟიორებს. ამას გარდა, ისინი სხვადასხვა საქმის დოკუმენტაციასაც ეცნობიან და მსჯელობენ საქმეში არსებულ სხვადასხვა ასპექტებზე. წინ შაბათ–კვირაა.. საადვოკატო ბიუროOK & CG სასიამოვნოდ დატვირთულ უქმეებს გისურვებთ!