1132
2013.03.25
კუნძულ უტოიას ტრაგედიას სცენაზე გადაიტანენ
ანდრეს ბრეივიკის მიერ 2011 წელს კუნძულ უტოიაზე განხორციელებული მასობრივი მკვლელობის შესახებ მუსიკალური შოუს გაკეთებას ცნობილი ბრიტანელი დრამატურგი დევიდ გრეიგი და რეჟისორი რემინ გრეი აპირებენ. დრამატურგმა დევიდ გრეიგმა კუნძულზე ტრაგედიიდან სამი თვის შემდეგ იმოგზაურა და რეჟისორთან ერთად შეისწავლა პროექტი. როგორც ამბობენ, შოუს შესწავლის საგანი ადამიანთა ემპათიის ლიმიტი იქნება. პრემიერა ამ ზაფხულს ედინბურგში იგეგმება, მოგვიანებით კი მას ლონდონში წარადგენენ. სცენარი ვითარდება მოვლენების ცენტრში მყოფი ქალის გარშემო, რომელიც ცდილობს გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ და რასობრივ ნიადაგზე მასობრივ მკვლელობაზე. რეჟისორის და დრამატურგის თქმით, მათ ჰქონდათ შიში, თუ რამდენად იქნებოდა დაცული ყველა უფლება, ამიტომაც ესაუბრნენ გარდაცვლილთა ნათესავებსა და მეგობრებს და საუბრის შემდეგ გადაწყდა, რომ ბრეივიკის სახელი არ დასახელდება და მოქმედება გადატანილი იქნება შოტლანდიაში. გრეიგის თქმით, მას აინტერესებს, აქვს თუ არა საზღვარი ადამიანის თანაგრძნობას და რამდენად ადეკვატური იყო ლიბერალური დასავლეთის რეაქცია მომხდარ ტრაგედიაზე. ავტორების განცხადებით, მათ ასევე აინტერესებთ, რამდენად დაფიქრდება საზოგადოება, არის თუ არა მსგავსი ბინ ლადენისა და ანდრეს ბრეივიკის მკვლელობები.
წყარო:www.dailymail.co.uk