სათამაშო ბიზნესმა, შესაძლოა, სპეციალურ ზონებში გადაინაცვლოს.საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში უკვე შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც აზარტული თამაშების შესახებ არსებულ კანონმდებლობას გადახედავს. კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ ტყემალაძის განმარტებით, კომისიის შექმნის მიზეზი, 2013 წლის 5 მარტს, პარლამენტში შესული პეტიცია გახდა. "ჩვენშემოვედით პეტიციით, რომ მოხდეს ამსათამაშო ბიზნესის
სრული აკრძალვა, თავისმავნე ჩვევებიდან გამომდინარე. თუმცა, სანამსრული აკრძალვა მოხდებოდეს, მანამდე ჩვენ წარმოვადგინეთ რეგულაციები, სადაც არისმითითებულ, რომშემოღებული იქნას ასაკობრივი და ქონებრივი ცენზი. გადატანილი იყოს დასახლებული და რელიგიური დასასწავლო დაწესებულებიდან მოშორებით, არადასახლებულ ადგილებში,"- ამბობს "ნეტგაზეთთან" ინტერვიუში საინიციატივო ჯგუფის წევრი გიორგი პაიჭაძე. როგორც ტყემალაძე აცხადებს, შეიქმნა კანონპროექტი, თუმცაჩაიდება თუ არა მასში მუხლი კაზინოების სპეციალურ ზონებში გადატანის შესახებ ჯერჯერობით უცნობია. პეტიციის ავტორები ინტერნეტ–ტოტალიზატორების აკრძალვის ინიციატივასაც აყენებენ. მათი თქმით, უნდა მოხდეს ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე გაზრდა და დაწესდეს ქონებრივი ცენზიც. სათამაშო ბიზნესის მფლობელების თქმით, ასეთი ცვლილებები კაზინოების დახურვას გამოიწვევს, რაც ქვეყანაში ტურიზმის განვითარებასა და ბიუჯეტის შემოსავლებზე უარყოფითად აისახება. წყარო netgazeti.ge