განქორწინებათა რაოდენობამ მნიშვნელოვნად მოიმატა779 2013.03.29
განქორწინებათა რაოდენობამ მნიშვნელოვნად მოიმატა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2012 წლის ძირითად დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს. ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 1.7 პროცენტით არის შემცირებული, თუმცა 2004–2007 წლების მაჩვენებლებს მაინც აღემატება. ახალშობილთა რაოდენობამ 57 031 შეადგინა, მათგან 29 801 ბიჭია. 1%–ით შემცირდა გარდაცვლილითა რაოდენობაც. საერთო ჯამში ბუნებრივმა მატებამ 2012 წელს 7683 ერთეული შეადგინა. ბუნებრივი მატების უარყოფითი შედეგი ქვეყნის ოთხ რეგიონში ფიქსირდება, მათ შორის ყველაზე მაღალი სამეგრელო–ზემო სვანეთში. რაც შეეხება ქორწინებასა და განქორწინებას, ამ მხრივ არც ისე სახარბიელო მდგომარეობაა. რეგისტრირებულ ქორწინებათა რაოდენობა 1.5%–ით შემცირდა. თუმცა საგნრძნობლად გაიზარდა განქორწინებათა რიცხვი და მან, წინა წელთან შედარებით, 22%–ით მოიმატა. ქალისათვის განქორწინების საშუალო ასაკმა 36,8, მამაკაცებისათვის კი 40 წელი შეადგინა.