2013 წლის 1 აპრილი1016 2013.04.01
2013 წლის 1 აპრილი
მოგესალმებით ჩვენო ერთგულო მკითხველებო! დღეს 2013 წლის 1 აპრილია, ახალი თვის და ახალი სამუშაო კვირის დასაწყისი. საადვოკატო ბიურო OK & CG–ის მიმდინარე კვირაში ოთხი პროცესი აქვს ჩანიშნული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში. ერთ–ერთ დავაზე გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდა. სასამართლომ აღნიშნული დავა ჩვენი მარწმუნებლის სასარგებლოდ გადაწყვიტა და სამუშაო კვირა წარმატებულად დავიწყეთ. აღსანიშნავია, რომ 1 აპრილი მსოფლიოს და სამართლის ისტორიაში ერთ საყურადღებო ფაქტს უკავშირდება. სწორედ 1 აპრილს, 2002 წელს, მსოფლიოში პირველად ნიდერლადებმა დააკანონეს ევთანაზია. ევროპის ბევრ ქვეყანაში კი დღევანდელი დღე იუმორის, სიცილის დღედ ითვლება, რის გამოც ხშირია უწყინარი ტყუილები. საადვოკატო ბიურო OK & CG წარმატებულ სამუშაო კვირას გისურვებთ!