ქუსლიანი ფეხსაცმლის აკრძალვა  1383 2012.10.17
ქუსლიანი ფეხსაცმლის აკრძალვა
ქალაქ მობილში ქალებს ეკრძალებათ ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება. ეს კანონი შემოიღეს მას შემდეგ, რაც ერთმა ქალმა ქუსლიანი ფეხსაცმლით დააბიჯა გისოსიან წყალგადასაშვებს და ფეხი დაიზიანა. მან ჩათვალა რომ ამ ყველაფერში დამნაშავე მუნიციპალიტეტი იყო, რომელმაც ეს ,,საშიში” დანადგარები ტროტუარზე დაამონტაჟა. დაზარალებულმა ქალბატონმა მიმართა სასამართლოს და მოიგო კიდეც საქმე. მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, ქალაქის მმართველებმა გადაწყვიტეს, რომ უფრო იაფი იქნებოდა, მიეღოთ ზემოთ ხსენებული კანონი, ვიდრე შეეცვალათ გისოსები.