ომსკში 75 წლის ქართველი ნარკომოვაჭრე დააკავეს1417 2012.10.17
ომსკში 75 წლის ქართველი ნარკომოვაჭრე დააკავეს
რუსეთში, ქალაქ ომსკში ჰეროინის გასაღებისთვის 75 წლის ქართველი დააკავეს. ომსკის ნარკოტიკებთან ბრძოლის ფედერალური სამმართველოს თანამშრომლებმა დამნაშავის ხანდაზმული ასაკი გაითვალისწინეს და მას პატიმრობის ნაცვლად, პირობითი სასჯელი შეუფარდეს. მოხუცმა ნარკომოვაჭრემ ამით ისარგებლა და სამართალდამცავების თვალთახედვის არიდან გაქრა. ამჟამად ის ძებნაშია, თუმცა ნარკოპოლიციამ დაადგინა, რომ ის კრიმინალურ ბიზნესს წარმატებით განაგრძობს და ამაში 32 წლის მეუღლე ეხმარება. ის ომსკის მკვიდრი და ქმრის დანაშაულებათა თანამონაწილეა. სამართალდამცავებმა მის ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 150 გრამი ჰეროინი ამოიღეს. ქალი დააკავეს, თუმცა ქმრის ადგილსამყოფელის შესახებ მისგან ინფორმაცია ვერ მიიღეს. სამართალდამცავები იმედოვნებენ, რომ დაკავებული პოლიციასთან ითანამშრომლებს, მოხუც ნარკომოვაჭრეს კი ჭაღარა ვეღარ დაიცავს და სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწევს. წყარო: omsk.aif.ru