ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა დაინიშნა731 2013.04.18
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა დაინიშნა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 18 აპრილისბრძანებისთანახმად, ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა დაინიშნა. გამოცდა 18 მაისს დაიწყება და ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი ზოგად უნარ-ჩვევებს მოიცავს (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები), მეორე ეტაპი კი - პროფესიულ ტესტირებას. საგამოცდო თემატიკა (სრული თემატიკა იხილეთ დანართში): საკონსტიტუციო სამართალი; სამოქალაქო სამართალი; სამოქალაქო სამართლის პროცესი; ადმინისტრაციული სამართალი; სამეწარმეო სამართალი; ნოტარიატის შესახებ კანონი გამოცდის ჩაბარების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები: უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი; CV; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ფერადი ფოტოსურათი; გამოცდაზე მონაწილეობისათვის კანონით დადგენილი საფასურის (150 ლარის ოდენობით) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (საბანკო რეკვიზიტები იხილეთ დანართში). საბუთების მიღება წარმოებს 16 მაისამდე ელექტრონული მისამართზე:trainingcenter@justice.gov.ge პროგრამა რეკვიზიტები