მძღოლები უნიფორმის გამო გაიფიცნენ911 2013.04.23
მძღოლები უნიფორმის გამო გაიფიცნენ
საფრანგეთის ქალაქ მარსელში ავტობუსის მძღოლები ახალი უნიფორმის გამო გაიფიცნენ. მათი თქმით, უნიფორმის შარვალი ძალიან მჭიდროა. ავტობუსის 1600 მძღოლი მუშაობის განახლებას ჯერჯერობით არ აპირებს. მძღოლები უკმაყოფილო არიან უნიფორმის ფერითაც. მათი ახალი ფორმა ისეთივე ფერისაა, როგორიც საფრანგეთის ჟანდარმერიის თანამშრომლების, მაგრამ მძღოლები მაინც უკმაყოფილო არიან. ისინი თვლიან, რომ ახალი ფორმა მათ ავტომობილების შემკეთებელი კომპანიის თანამშრომლებს ამსგავსებთ და ხელმძღვანელობამ მათი აზრი არ გაითვალისწინა. უნიფორმის დიზაინერის თქმით, თუ მძღოლები ფიქრობენ, რომ ახალ ფორმაში ისინი კლოუნებს ჰგვანან, მაშინ რაღა უნდა ითქვას ძველზე. საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნულ ფორმებს წლის მეორე ნახევარში ამოიღებენ ხმარებიდან. 2005-2009 წლებში საფრანგეთმა 132 სამუშაო დღე დაკარგა სხვადასხვა გაფიცვის გამო. წყარო dailymail.co.uk