970
2013.04.29
მამას შვილის ცხედარი უსახსრობის გამო ჩანთით გადაჰქონდა
მამაკაცი, რომელსაც გარდაცვლილი ქალიშვილის ცხედარი ჩანთით გადაჰქონდა, ჩინეთის სამართალდამცავებმა დააკავეს. როგორც გაირკვა,35 წლის იანგ ჩენგი მეუღლე ლინ სანთან ერთად მორგში მივიდა, რომ შვილის სხეული წამოეღო. გოგონა მძიმე ავადმყოფობით გარდაიცვალა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობდა და ფული არ ჰქონდა, რომ ქალიშვილის ძვირადღირებული მკურნალობა დაეფინანსებინა. მამაკაცმა კუბოს შეძენაც კი ვერ შეძლო და ამიტომ გადაწყვიტა ცხედარი საკუთარი ხელით წაეღო, უბრალო ფერად ტომარაში ჩადო და სადგურში გაემართა იმ იმედით, რომ შეუმჩნეველი დარჩებოდა. ჩენგს ჩანთის გატარება სპეციალურ სკანერში მოუწია და სწორედ იქ აღმოაჩინეს სამართალდამცავებმა, რომ ჩანთაში გვამი იყო. იანგ ჩენგი დააპატიმრეს და მალევე დაკითხეს. მამაკაცმა აღიარა, რომ უცნაური საქციელის მიზეზი სიღარიბეა. "კატაფალკის შეძენა ძალიან მინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ ამის შესაძლებლობა არ მაქვს, სიტუაციის მძევალი აღმოვჩნდი",- განაცხადა დაკავებულმა. იგი ბრალდების წაყენების გარეშე გაათავისუფლეს. მთავრობის წარმომადგენლებმა ტაქსის მომსახურების საფასური გადაიხადეს, რომელმაც ოჯახი მშობლიურ ქალაქში წაიყვანა, სადაც მოგვიანებით დაკრძალვა გაიმართა. ჩინური კანონმდებლობით, მოქალაქეებს"სხეულის ორგანოების საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადატანის უფლება" არ აქვთ.
წყაროlifenews.ru