2013 წლის 2 მაისი957 2013.05.02
2013 წლის 2 მაისი
მოგესალმებით ჩვენო მეგობრებო! დღეს 2013 წლის 2 მაისია, ხუთშაბათი, თუმცა საადვოკატო ბიურო OK & CG თავის სამუშაო კვირას დღეს ასრულებს. როგორც იცით, მიმდინარე კვირას მართლმადიდებლური სამყარო ვნების შვიდეულს აღნიშნავს, ხვალ კი წითელი პარასკევია და, შესაბამისად, უქმე დღე. ხანმოკლე სამუშაო კვირის მიუხედავად, ჩვენი ბიუროსთვის ეს კვირა მაინც საინტერესო ფაქტებით გამოირჩეოდა. გუშინOK & CG–ის დამფუძნებელი და დირექტორი, ოთარ კაჭკაჭაშვილი რადიო "იმედი"–ს გადაცემა "კანონი"–ს სტუმარი იყო. გადაცემის მთავარი თემა მომხმარებელთა უფლებები იყო, თუმცა ბატონ ოთარს სხვადასხვა თემებზეც მოუხდა მსმენელებისათვის კონსულტაციის გაწევა. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებითსაადვოკატო ბიურო OK & CG 3 და 6 მაისს ისვენებს და ჩვეულ რეჟიმში მუშაობას 7 მაისს განაგრძობს. საადვოკატო ბიურო OK & CG თითოეულ მართლმადიდებელს ულოცავს მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ბედნიერებასა და სულიერ მხნეობას გისურვებთ!