სტუდენტმა აუქციონზე "სამოთხის ადგილი" გაიტანა788 2013.06.05
სტუდენტმა აუქციონზე "სამოთხის ადგილი" გაიტანა

ყველასთვის ცნობილი და აღიარებული ფაქტია, რომ ინტერნეტ–აუქციონ eBay–ზე უამრავი სხვადასხვა დასახელებისა და დანიშნულების ნივთი იყიდება. თუმცა, ალბათ, მისი დამფუძნებლები ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ ერთ დღესაც მათ აუქციონზე ერთ–ერთი ლოტი "საკუთარი ადგილი სამოთხეში" იქნებოდა. როგორც ებრაული ” The Jewish Daily Forward ”-ი იუწყება, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის 30 წლის ებრაელმა სტუდენტმა არი მანდელმა ინტერნეტ-აუქციონზე გაიტანა ”საკუთარი ადგილი სამოთხეში”. ლოტის საწყისი ფასი იყო 99 ცენტი, მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ მისმა ფასმა 100 ათას დოლარს მიაღწია. სტუდენტი ირწმუნებოდა, რომ ადგილი სამოთხეში მას გარანტირებული აქვს, რადგან ბევრს ლოცულობს, ყოველთვის იყო რელიგიური სასწავლებლის ბეჯითი სტუდენტი, არ არღვევდა იუდეურ კანონებს, მსახურობდა აშშ-ის არმიაში და ბევრი სიცოცხლე გადაარჩინა ჰაიტის 2010 წლის მიწისძვრის დროს. სამოთხეში მოხვედრის ერთ–ერთ გარანტიად ის საკუთარ ვეგეტარიანელობასაც ასახელებდა. სამოთხეში ადგილის შეძენის მსურველს მანდელი ჰპირდებოდა კონტრაქტის გაფორმებას. კონტრაქტით ის ვალდებულებას აიღებდა, რომ არასოდეს ჩაიდენდა ცოდვებს და არ დაუბრუნდებოდა არარელიგიურ ცხოვრებას, რათა არ წაერთმია სანუკვარი ადგილი ”კლიენტისათვის”. მაგრამ მანდელს არ გაუმართლა. ” eBay”-ის ადმინისტრაციამ მოხსნა ლოტი აუქციონიდან, რადგან წესები კრძალავენ ისეთი ნივთების გაყიდვას, რომელთა ხელით შეხებაც შეუძლებელია. ლოტის მოხსნის შემდეგ მანდელმა განაცხადა, რომ ეს უბრალოდ ხუმრობა იყო, რომელიც მორწმუნეთა ნაწილმა მართლაც დაიჯერა. წყაროThe Jewish Daily Forward