810
2013.06.06
ტანსაცმლის ქურდი ქალი თმის შეჭრით დასაჯეს
ჩინეთის ერთ–ერთი მაღაზიის მეპატრონემ ტანსაცმლის ქურდი ქალი უცნაური მეთოდით დასაჯა. ლუ სუნის ტანსაცმლის მაღაზია ბოლო ორი კვირის განმავლობაში რამდენჯერმე გაძარცვეს და მეპატრონე ძალიან გაღიზიანებული იყო. ერთ დღესაც მან მაღაზიაში საეჭვო ვიზიტორი შენიშნა და მოთმინების ფიალაც აევსო. "საშინელებაა, როდესაც შენს ნივთებს თვალწინ გპარავენ. როდესაც დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ ჩემს მაღაზიასკარგი დღე არ დაადგებოდა. უსირცხვილოდ დადიოდა განყოფილებებს შორის და მხოლოდ ძვირადღირებულ სამოსს ათვალიერებდა. დავინახე, რომ კაბა ჩანთაში ჩადო და მაღაზიის დატოვება დააპირა. მივეპარე, დავიჭირე და გრძელი თმა ძირში მოვაჭერი. ქალისთვის გრძელი თმა ფუფუნებაა - ეხლა კაცივით მოკლე ვარცხნილობით იაროს", - ამბობს მაღაზიის მეპატრონე. ბუნებრივია, ქურდისთვის ეს სასჯელი ერთადერთი ვერ იქნებოდა. ის პოლიციამ დააპატიმრა და ცოტა ხანში თავის მართლება სასამართლოს წინაშე მოუწევს.
წყარო dailymail.co.uk