გამორჩეული ადამიანების უცნაური ანდერძები1998 2013.06.18
გამორჩეული ადამიანების უცნაური ანდერძები
ყველაზე რთულად გასაგები ანდერძი დატოვა ცნობილი ფიზიკოსის ნილს ბორის ლაბორანტმა. ანდერძში იმდენი სპეციალური ტერმინი და რთული ფრაზეოლოგიური სიტყვები იყო, რომ მის გასაშიფრად საჭირო გახდა ექსპერტ-ლინგვისტების მოწვევა. ყველაზე იდუმალი ანდერძი დატოვა მილიარდერმა მიშელ როტშილდმა. კერძოდ, ანდერძში ნათქვამია: “კატეგორიულად და უპირობოდ ვკრძალავ ჩემი ქონების ნებისმიერ აღწერას, ნებისმიერ სასამართლო ჩარევას და მის გამოქვეყნებას…”. ასე რომ ქონების რეალური რაოდენობა დღემდე უცნობია. ცნობილმა ილუზიონისტმა ჰარი ჰუდინმა დატოვა ანდერძი, სადაც მიუთითა, რომ ყველა მისი ფოკუსების საიდუმლოებები ჩაწერა და შეინახა სეიფში, რომლის გაღების უფლებას იძლევა მხოლოდ მისი 100 წლის იუბილეზე. როდესაც აღნიშნულ დღეს ის გააღეს, სეიფი ცარიელი აღმოჩნდა. ლეგენდარულმა კომიკოსმა ჩარლი ჩაპლინმა უანდერძა 1 მილიონი დოლარი იმას, ვინც შეძლებს გამოუშვას ხუთი სიგარეტის კვამლის რგოლი პირიდან, ხოლო მეექვსეს კი მათში გაატარებს. დღემდე ამის გაკეთება ვერავინ ვერ შესძლო. ერთმა ადვოკატმა, რომელმაც დააგროვა დიდი ქონება, შეაგროვა კოლექცია 11 ძველებური მანქანებისაგან. ყოველი მათგანი სპეციალისტებმა შეაფასეს დაახლოებით 25 მილიონ დოლარად. სიკვდილის შემდეგ ადვოკატმა დატოვა მეტად უცნაური ანდერძი. მისი სურვილით მანქანები უნდა გადანაწილებულიყო მის 3 შვილზე. ნახევარი უნდა გადასცემოდა უფროს შვილს, მეოთხედი შუათანას, ხოლო მეექვსედი ნაწილი უმცროსს. შვილები საგონებელში ჩავარდნენ, თუ როგორ უნდა გადანაწილებული სწორად ქონება. როგორ უნდა გაეყოთ შუაზე 11 მანქანა, როგორ გამოეყოთ მეოთხედი და მითუმეტეს მეექვსედი. ქონებაზე კამათის დროს თავისი ახალი სპორტული მაქანით ჩაიარა ცნობილმა ნუმეროლოგმა მისის ზერომ. იკითხა რა ხდებოდა და რითი შეეძლო დახმარებოდა დაღვრემილ ბიჭებს. მას შემდეგ რაც ძმებმა აუხსნეს მიზეზი. მისის ზერომ თავისი მანქანა დააყენა მათი 11 საკოლექციო მანქანის გვერდით. რამდენი მანქანაა აქ? -იკითხა მისის ზერომ. 12 -უპასუხეს ძმებმა. ამის შემდეგ მისი ზერომ 12 მანქანა გაყო ანდერძის თანახმად. ნახევარი ანუ -6 მანქანა შეხვდა უფროსს ძმას. მეოთხედი ანუ 3 მანქანა შუათანას, ხოლო მეექვსედი 2 მანქანა უმცროსს. 6 მიუმატოთ 3 და მიუმატოთ 2 არის – 11 მანქანა, 1 ზედმეტია, ეს ჩემი მანქანაა თქვა მისი ზერომ დაჯდა მანქანაში და წავიდა. “ყოველთვის თქვენს სამსახურში ვარ ბიჭებო. ანგარიშის ქვითარს კონსულტაციისათვის გამოგიგზავნით მოგვიანებით!” – მიაძახა ძმებს. მომზადებულია ucnauri.com –ის მიხედვით