3058 2013.07.01
„მოწამლული ხის ნაყოფის „ დოქტრინა (ასევე, ცნობილია, როგორც ნაწარმოები მტკიცებულების დოქტრინა) არის წესი სისხლის სამართალში, რომელიც მოიცავს მტკიცებულებათა იმ კატეგორიას, რომლებიც მოპოვებულია უკანონო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, კერძოდ, უკანონო ჩხრეკის, დაკავების ან დაკითხვის შედეგად. ამ დოქტრინის თანახმად, არა მხოლოდ უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულება იქნება ცნობილი დაუშვებლად, არამედ ყველა სხვა დანარჩენი მტკიცებულებაც, რომელიც მისი საშუალებით იქნა აღმოჩენილი. დაიშვება თუ არა გამონაკლისები და როგორაა ეს საკითხი ქართული კანონმდებლობით დარეგულირებული – ამ თემებს განიხილავს თავის ნაშრომში საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრანტი, სალომე ჯაფარიძე. იხილეთ ნაშრომი სრულად >>>მოწამლული ხის ნაყოფის დოქტრინა