დღეიდან საყოველთაო დაზღვევის მეორე ეტაპი იწყება841 2013.07.01
დღეიდან საყოველთაო დაზღვევის მეორე ეტაპი იწყება
1 ივლისიდან საქართველოს მოსახლეობა საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში გაფართოებულ სამედიცინო მომსახურებას მიიღებს. დაზღვევის ფარგლებში ფართოვდება ურგენტული შემთხვევების დაფინანსების სპექტრი. კერძოდ, პროგრამა ითვალისწინებს ამბულატორიაში ოჯახის ექიმის მომსახურების, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების დაფინანსებას.ასევე, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სახელმწიფო დააფინანსებს გეგმიურ ოპერაციებს (წლიური ლიმიტი 15 ათასი ლარი. დაფინანსდება 70%-ით), ასევე დაფინანსდება ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა (წლიური ლიმიტი 12 ათასი ლარი, დაფინანსდება 80%-ით) და ორსულთა პატრონაჟი და