თინეიჯერი გოგონები ეზოში ცეკვის გამო მოკლეს903 2013.07.02
თინეიჯერი გოგონები ეზოში ცეკვის გამო მოკლეს
ორი თინეიჯერი და, რომლებიც წვიმიან ამინდში ეზოში ცეკვავდნენ და თავიანთ მხიარულებას მობილური ტელეფონით იღებდნენ, სიკვდილით დასაჯეს. ასეთი შემთხვევა პაკისტანში, ქალაქ ჩილასში მოხდა. 15 და 16 წლის დების კადრები მათი სიკვდილის შემდეგ ინტერნეტში გავრცელდა. ადგილობრივმა მამაკაცებმა გოგონების საქციელი ოჯახის შეურაცხყოფად და ქალისთვის შეუფერებელ საქციელად მიიჩნიეს და მოზარდები სასტიკად დასაჯეს. 5 შეიარაღებული მამაკაცი გოგონების სახლში შეიჭრა და დები დედის თვალწინ დაცხრილა. ადგილობრივმა პოლიციამ უკვე დააკავა გოგონების ნახევარძმა, რომელსაც მკვლელობის ორგანიზება ედება ბრალად. პოლიციის განცხადებით, მამაკაცებმა ასეთი სასტიკი დანაშაული "ოჯახის ღირსების აღდგენის" მოტივით ჩაიდინეს. პაკისტანში ხშირია ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების შემთხვევები. ცოტა ხნის წინ ასევე სიკვდილით დასაჯეს 13 წლის გოგონა, რომელიც ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი გახდა. Amnesty International–ის წარმომადგენლის თქმით, ქალთა მიმართ ძალადობა გავრცელებულია მთელს პაკისტანში და ადგილობრივ სამართალდამცავებს მოუწოდებენ სათანადოდ გამოიძიონ ყველა დანაშაული და დაისაჯონ დამნაშავეები, მათ შორის ე.წ. "ღირსების" დანაშაულის შემთხვევებიც. წყაროwww.malaysia-chronicle.com