2655
2013.07.08
მედიის გავლენა ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტზე
განვითარებულ ქვეყნებში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მართლმსაჯულების ყველაზე დემოკრატიულ ფორმად არის მიჩნეული. ითვლება, რომ გადაწყვეტილებას საზოგადოების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი წარმომადგენლები უნდა იღებდნენ, თუმცა, რეალურად, ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილ ვერდიქტზე ბევრი გარეშე ფაქტორი ახდენს ზეგავლენას. გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრის, ელენე კავთუაშვილის სტატიაში „მედიის გავლენა ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტზე” - განხილულია მსაჯულებზე ზემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფაქტორის - მედიის როლი განაჩენის სამართლიანობის უზრუნველყოფაზე. ამ მიზნით გაანალიზებულია საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, შესწავლილია საზღვარგარეთის იმ ქვეყნების პრაქტიკა, სადაც უკვე მოქმედებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. აგრეთვე, განხილულია ჩვენს ქვეყანაში ნაფიცი მსაჯულების მედიის ზეგავლენისაგან დასაცავად მიღებული ზომები და მათი ეფექტი ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით დღემდე ჩატარებულ პროცესებზე.
იხილეთ ნაშრომი სრულად >>>მედიის გავლენა ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტზე