ნასამართლეობა11615 2012.10.18
ნასამართლეობა
პირი ნასამართლევად ითვლება მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. თუ პირი პირობით მსჯავრდებულია, მას ნასამართლობა გაუქარწყლდება გამოსაცდელი ვადის გასვლისას. თუ პირს დაენიშნა ისეთი სასჯელი, რომელიც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან, ნასამართლობა გაქარწყლდება სასჯელის მოხდიდან ერთი წლის ვადაში, ხოლო თუ მსჯავრდებულს დაენიშნება სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის, ნასამართლობა გაქარწყლდება სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ, ასევე თუ მსჯავრდებულს დაენიშნება სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით მძიმე დანაშაულისათვის, ნასამართლობა გაქარწყლდება სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ, იმ შემთხვევაში, როდესაც მსჯავრდებულს დაენიშნება სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ნასამართლობა გაქარწყლდება სასჯელის მოხდიდან რვა წლის შემდეგ. ხოლო, თუ პირი დამნაშავედ იქნა ცნობილი, მაგრამ სრულად გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან, იგი ნასამართლევად არ ითვლება. პირი, რომელიც სასჯელის მოხდის შემდეგ უმწიკვლოდ იქცეოდა, სასამართლოს შეუძლია მოუხსნას მას ნასამართლობა ვადაზე ადრე.