2331
2013.07.16
ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები
მოყოლებული განმანათლებლური იდეოლოგიის გამარჯვებიდან (რამაც მოიტანა სამოქა–ლაქო თვითშეგნების ნიშნების გაჩენა) ვიდრე დღემდე, იხვეწებოდა სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის ჩამოყალიბებული სამართალურთიერთობა, ანუ გარკვეულ პრინციპებზე დაფუძნებული, კანონით მოწესრიგებული ურთიერთობა. მე–18 საუკუნის ბოლოსა და მე–19 საუკუნის დასაწყისში კამერალისტური იდეოლოგიის საფუძველზე მძაფრდებოდა მოთხოვნა კანონით რეგლამენტირებული მმართველობისა.ადმინისტრაციული სამართლის წარმოშობა პირდაპირ არის განპირობებული სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის არსებულ ურთიერთო–ბებში მომხდარი ცვლილებებით. რა არის საზოგადოების დაკვეთა? საზოგადოება ქირაობს ხელისუფლებას და გადასცემს მას უფლებამოსილებას იმისა, რომ კეთილად წარმართოს მისი ცხოვრება, დაიცვას და უზრუნველყოს მისი ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. რა არის ადმინისტრაციული სამართალი? რას არეგულირებს ის? რა მიზანი აქვს სახელმწიფოს, რომელიც გვთავაზობს ადმინისტრაციულ კანონმდებლობას?რა მიზანს ახორციელებს სახელმწიფო საჯარო მმართველობის გზით? ამ კითხვებზე პასუხობს საკუთარ ნაშრომში კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი, ლაშა თვარაძე.
იხილეთ ნაშრომი სრულად >>>ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები