კანონით მემკვიდრეობა2827 2012.10.18
კანონით მემკვიდრეობა
რა არის კანონით მემკვიდრეობა? – ესაა კანონის მიერ დადგენილი სამკვიდრო ქონების განაწილების წესი…რომელიც ანდერძის არარსებობისას გამოიყენება. კანონით მემკვიდრეობისას განსაზღვრულია მამკვიდრებლის ოჯახის წევრებისა და სხვა ნათესავების რიგითობა, რომელიც არის იმის განმსაზღვრელი, თუ ვის უნდა გაუნაწილდეს გარდაცვლილის ქონება.

სავალდებულო წილი ეკუთვნის მხოლოდ პირველი რიგის მემკვიდრეებს – გარდაცვლილის მეუღლეს, შვილებსა და მშობლებს. გარდაცვლილი პირის მეუღლეს, შვილსა და მშობლებს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით იმ ქონების ნახევარი, რაც თითოეულ მათგანსკანონით მემკვიდრეობისდროს ერგებოდა.ასევე შესაძლოა, რომ მამკვიდრებლის მიერ მემკვიდრეზე სიცოცხლეშივე გაცემული ქონებაც ჩაითვალოს სამკვიდრო წილში. სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ამასთანავე, გათვალისწინებულია ამ ვადის გაზრდის შესაძლებლობა. პირს, რომლის სამკვიდროს მიღების უფლება იმ შემთხვევაში წარმოიშობა, როცა სხვა მემკვიდრეები სამკვიდროს არ მიიღებენ, შეუძლია სამკვიდრო მიიღოს სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის განმავლობაში, მაგრამ თუ ამ ვადის ამოწურვამდე სამ თვეზე ნაკლები ხანია დარჩენილი, შეიძლება მისი გაგრძელება სამ თვემდე. აქედან გამომდინარე, სამკვიდროს მიღების ვადა შეიძლება ცხრა თვემდე გაგრძელდეს. კანონით დადგენილი ექვსთვიანი ვადის გასვლის შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. ამავე დროს კანონით ნებადართულია სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაგრძელება სასამართლოს მიერ, თუკი იგი ვადის გადაცილების მიზეზს საპატიოდ მიიჩნევს. სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს ვადის გასვლის შემდეგაც სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე, თუ ამაზე თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე. ასევე მნიშვნელობანია იცოდეთ, რომმემკვიდრეს უფლება არ აქვს მოითხოვოს სხვა მემკვიდრისგან იმ დანაკარგის ანაზღაურება, რაც გამოიწვია, მაგალითად, ნივთის გაცვეთამ, შემთხვევით განადგურებამ ან გაფუჭებამ და სხვა.