განმარტება მიწის ნაკვეთების საზღვრების გადაფარვასთან დაკავშირებით1828 2013.07.26
განმარტება მიწის ნაკვეთების საზღვრების გადაფარვასთან დაკავშირებით
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთამიწისნაკვეთების საზღვრების გადაფარვასთანდაკავშირებით(საქმე №ბს-367-363(კ-12)). სასამართლო პრაქტიკაში გახშირებულია დავები, რომლებიც უკავშირდება უძრავი ქონების რეგისტრაციას ახალ კოორდინატთა სისტემაში გადასვლასთან დაკავშირებით, რაც იწვევს ნაკვეთების საზღვრების გადაფარვას. გადაფარვებთან დაკავშირებულ დავებში სამ სუბიექტს ვხვდებით, ერთი მხრივ მესაკუთრე, რომლის სახელზეც დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებულია მიწის ნაკვეთი; მეორე მხრივ ადმინისტრაციული ორგანო, რომლის მიმართვის საფუძველზე საჯარო რეესტრი ახდენს კონკრეტული მიწის თვითმმართველ ერთეულზე აღრიცხვას და საჯარო რეესტრი, რომელიც მითითებულ მიწაზე არეგისტრირებს მესამე პირის საკუთრების უფლებას. მესაკუთრეები, რომლებიც თავიანთ დაუზუსტებელ რეგისტრაციაზე მითითებით მიწაზე საკუთრების უფლების დაცვას ცდილობენ, საჯარო რეესტრისგან პასუხად იღებენ, რომ დაუზუსტებელი რეგისტრაციით მიწის ზუსტი იდენტიფიცირება ვერ ხდება, რის გამოც მიწის ნაკვეთთა ზედდების დადგენა შეუძლებელია. აღნიშნული შემდგომში საჩივრდება სასამართლოში. საკასაციო პალატამ განსახილველ დავაში აღნიშნა, რომ მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში, როგორც დაუზუსტებელი, ისე დაზუსტებული მონაცემებით. კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთანავე,პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.6 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე,თუმცაისინი ამავე ნორმის თანახმად,პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურმაახალირეგისტრაციის განხორციელებამდეუნდა გამოიკვლიოსნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა.განსახილველ საქმეზე დადასტურდა, რომ დაინტერესებულ პირზე ნაკვეთის რეგისტრაციას საფუძვლად ედო მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი და საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა.სარეგისტრაციო მოწმობა შეიცავს უფლების სუბიექტის და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტი საკმარისი იყო მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისთვის. აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ხორციელდებოდა დაუზუსტებელი რეგისტრაცია. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე ითვლება, რომ პირი არის მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრე. მიუხედავად აღნიშნულისა, აგრეთვე მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაციის საფუძველი არ გაუქმებულა და სადავოც არ გამხდარა, არ არსებობს უფლების გადასვლის ან შეწყვეტის ფაქტის, ჩანაწერის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხდება ობიექტის სხვა მესაკუთრეზე რეგისტრაცია. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომსაკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. საკითხისსაწინააღმდეგოდგადაწყვეტა ლახავს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ქმნის მდგომარეობას, როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად.საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელრეგისტრაციასგააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი. პალატამ აღნიშნა, რომ ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღებატექნიკური საკითხია, და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები. ურთიერთდაპირისპირებული ჩანაწერების არსებობასთან მიმართებით საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომუპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. ამავე დროს აღინიშნა, რომ რეესტრთაჩანაწერთა კონკურენციისას რეესტრის სანდოობა ვერ იმოქმედებს. იხილეთგადაწყვეტილება სრულად