პრეზიდენტმა 137 მსჯავრდებული შეიწყალა1095 2012.10.18
პრეზიდენტმა 137 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 137 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ განაცხადა. მისი თქმით, სრული შეწყალება შეეხო 111 მსჯავრდებულს, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებს გიორგობის დღესთან დაკავშირებითდატოვებენ. ასევე მისი ინფორმაციით, 6 მსჯავრდებულს გაუნახევრდა სასჯელი, 18-ს მოეხსნა პირობითი მსჯავრი, ხოლო 2 ადამიანს შეუმცირდა სასჯელის ვადა.