განმარტება სახელმწიფო ვალის დაფარვასთან დაკავშირებით1262 2013.08.01
განმარტება სახელმწიფო ვალის დაფარვასთან დაკავშირებით
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა,,სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო სავალო ვალდებულებების დაფარვის წესთანდაკავშირებით (საქმე #ბს-622-610(კ-12)). დავა ეხებოდა სახელმწიფოს მიერ საშინაო ვალად აღიარებულ კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოშობილი ვალდებულებას. მოსარჩელე ითხოვდა სახელმწიფო სავალო ვალდებულებების დაფარვის წესის გამოცემას ,,სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა შეემუშავებინა ვალის დაფარვის წესი 1998 წლის სექტემბრამდე და წესის საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებას. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ მართალია კომისიის მიერ რეკომენდაციების შემუშავება არ აუქმებს ვალის დაფარვის მექანიზმის შემუშავების ვალდებულებას, მაგრამდასაფარი დავალიანების მასშტაბების გათვალისწინებით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დავალიანების დაფარვის მექანიზმის რაციონალობას, გონივრულობას, დაფარვის პროცესის ორგანიზებულად წარმართვას, დაფარვის მექანიზმის ყველა პრობლემური საკითხის გათვლას და ა.შ., რაც სცილდება სასამართლო კომპეტენციის სფეროს, ვინაიდან მოთხოვნა ეხება ვალდებულების დაფარვის წესის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტის გამოცემას, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია თავისი განჩინებით მოაწესრიგოს სადავო საკითხი, თუ მოთხოვნა ითვალისწინებს ინდივიდუალური და არა ნორმატიული აქტის გამოცემას ( სასკ-ის 32-ე მუხლის მე-2 ნაწილი).საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვალდებულების დაფარვის რეგულაციის შექმნა წარმოშობს სათანადო მოწესრიგების შემოღებისათვის საექსპერტო დასკვნის შემუშავების საჭიროებას. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ ოფიციალურ გამოცემაში არ გამოქვეყნებულა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 11.10.1999წ. №226 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის წესი“, ხოლოვინაიდან გამოქვეყნება არის ნორმათშემოქმედებითი პროცესის ბოლო, დამაგვირგვინებელი სტადია, საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ ვალის დაფარვის წესი არ ამოქმედებულა. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომმოქმედი კანონმდებლობით შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსათვის სამართლებრივი ნორმების გამოცემა, ადმინისტრაციული ნორმაშემოქმედების უფლებამოსილების მინიჭება არის ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციის უმნიშვნელოვანესი ელემენტი.ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დელეგირებული სამართალშემოქმედების, კანონმდებლობის დეკონცენტრაციის, მისი დივერისიფიკაციის გამოვლინებაა.დელეგირებული ნორმაშემოქმედების სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი აზრი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ კანონის მოთხოვნათა დაცვით რეგულირების ამოცანების შესრულებაში ჩართული იქნეს აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური შესაძლებლობანი და მისი სპეციალიზებული პროფესიული ცოდნა, დელეგირების არსი ადმინისტრაციული ორგანოების სპეციალური ცოდნის და კომპეტენციის გამოყენებაში მდგომარეობს.აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი კომისია არის სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე, რის გამოც მიუთითა მისი საქმეში ჩაბმის აუცილებლობის თაობაზე. იხილეთგადაწყვეტილება სრულად