მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მეორე ეტაპისთვის ცვლილებათა პაკეტი მომზადდა689 2013.09.09
მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მეორე ეტაპისთვის ცვლილებათა პაკეტი მომზადდა
იუსტიციის სამინისტროში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მეორე ეტაპი მომზადდა, რომლის პრეზენტაციაც ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიმართა. მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მეორე ეტაპზე ცვლილებათა პაკეტი შემდეგი კანონებისათვის მომზადდა: „საერთო სასამართლოების შესახებ“, „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“, იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“, „ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“. საკანონმდებლო პაკეტის ძირითადი მიზნებია: სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის დამატებითი გარანტიების შექმნა; მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესების პროცესის დახვეწა და ყველა კატეგორიის პირთათვის კონკურსში თანაბარ საწყისებზე მონაწილეობის შესაძლებლობის მინიჭება; სასმართლოს ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა ფუნქციების ოპტიმიზაცია; საერთო სასამართლოების როლის გამოკვეთა სასამართლოების ხელმძღვანელ თანამდებობების პირთა არჩევის პროცესში; სასამართლოს სისტემისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის გამარტივება და დახვეწა; იუსტიციის მსმენელთა ინტერესების დაცვის გარანტიების დადგენა აღსანიშნავია, რომ რიგი ცვლილებების მიზანია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისობაში მოყვანა კონსტიტუციაში შესულ იმ ცვლილებებთან, რომელიც 2013 წლის ოქტობრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდება.