2186
2013.10.29
უზენაესი სასამართლოს განმარტება განსჯადობასთან დაკავშირებით
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთაგანსჯადობასთანდაკავშირებით (#ბს-425-414(გ-13)). საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ იყო დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენებოდასაქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, სასამართლოს აღნიშვნით, მითითებულ ნაწილი შეიცავდა სარჩელის ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებდა, რომ სარჩელი იურიდიული პირის, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, ორგანოს მიმართ წარედგინებოდა სასამართლოს მისი ადგილსამყოფლის მიხედვით და შესაბამისად, სარჩელის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენდა სწორედ ის სასამართლო, რომლის იურისდიქციაც ვრცელდებოდა შესაბამისი მოპასუხის ადგილსამყოფელზე. საკასაციო სასამართლომ ასევე მიუთითა სსსკ-ის მე-18 მუხლის (ნივთობრივი განსჯადობა) პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე, ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით. საკასაციო სასამართლომ განმარტა,რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანების, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანების და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა, ასევე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.
საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომგანსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება, რა დროსაც საერთო განსჯადობის წესების საფუძველზე სარჩელი უნდა წარედგინოს, განიხილოს და გადაწყვიტოს მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით განსჯადმა სასამართლომ. შესაბამისად, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოების ადგილსამყოფელი იყო ქ. თბილისი. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით განსჯად სასამართლოს წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
საკასაციო სასამართლომ ასევე მიუთითა,რომ საქმეში დავის საგანს წარმოადგენდა არა უძრავი ქონება, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. აღნიშნულის გამო, გამოყენებული უნდა ყოფილიყო სსსკ-ის მე-15 მუხლის საფუძველზე დადგენილი საერთო განსჯადობის წესები.
იხილეთგადაწყვეტილება სრულად