როგორ აღნიშნავენ ახალ წელს სხვადასხვა ქვეყნებში 3506 2012.10.18
როგორ აღნიშნავენ ახალ წელს სხვადასხვა ქვეყნებში
ახალი წლის აღნიშვნა ბევრ ადამიანს მარადიულ ტრადიციად მიაჩნია, უმეტესობა ფიქრობს, რომ მას აღნიშნავდნენ ყოველთვის, მაგრამ ეს ასე არ არის…ამ დღესასწაულის ისტორია 25 საუკუნეს ითვლის. მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით ახალი წლის აღნიშვნის ჩვეულება პირველად მესოპოტამიაში (შუამდინარეთი), შუმერების უძველეს ცივილიზაციაში წარმოიშვა. ძველ ეგვიპტეში ახალ წელს დღესასწაულობდნენ დიდ ხანს: ივლისიდან – სექტემბრამდე.დღესასწაულის დასაწყისი მდინარე ნილოსის ნაპირებიდან გადმოსვლასა და ცაზე ეგვიპტელებისთვის წმინდა ვარსკვლავის სირიუსის ამოსვლას ემთხვეოდა. წლის ამ დროს სრულდებოდა თესვა ამის გამო გვალვა ქვეყნისთვის დამღუპველი იქნებოდა. ამიტომ მდინარის ნაპირებიდან გადმოსვლის დღეს ხდებოდა ზემო და ქვემო ნილოსის ღმერთის – ჰაპისთვის მსხვერპლის შეწირვა. მდინარის დინებას აყოლებდნენ პაპირუსის ფურცლებზე ჩამოწერილ საჩუქრების ნუსხას. ეგვიპტელებისთვის ეს იყო წმინდა დრო, იწყებოდა ცხოვრების ახალი პერიოდი. სამუშაოებისგან გათავისუფლებული ადამიანები ხვდებოდნენ მეგობრებსა და ნათესავებს, ერთად მოიხსენიებდნენ წინაპრებს და ადიდებდნენ ღმერთებს. გარდა ამისა ძველ ეგვიპტეში ახალი წლის, ახალი პერიოდის დაწყება უკავშირდებოდა მზის ღმერთის რას ქალიშვილის, სიყვარულის, მშვენიერების და მუსიკის ღმერთის ჰატჰორის კულტს. მისი ქანდაკება მოჰქონდათ წმინდა ნავით და დგამდნენ ტაძრის თორმეტ სვეტიან თალარში. თორმეტი სვეტი მიაჩნდათ წელიწადის თვეების სიმბოლოებად. მზის პირველი სხივის გამონათების დროს გასწევდნენ ფარდებს და ქალღმერთის ქანდაკებას მოეფინებოდა მზის სინათლე, რასაც ეგვიპტელები აღიქვამდნენ როგორც მზის ღმერთის რას მიერ თავისი ქალიშვილის ჰატჰორის, ტაძრისა და მთელი სამყაროს დალოცვად. ძველ ბაბილონში ახალი წელი დგებოდა გაზაფხულის ბუნიაობის შემდგომი პირველივე ახალ მთვარეობის დროს, რომელიც ითვლებოდა გაზაფხულის პირველ დღეთ იმიტომ,რომ გაზაფხულის მოსვლა ნიშნავდა აღორძინების,თესვის და ყვავილობის ხანათ. დღესასწაულის დროს ქვეყნის მმართველს ხდიდნენ სამოსს და უშვებდნენ ქალაქიდან და 11 დღის განმავლობაში თითოეული აკეთებდა იმას რასაც მოისურვებდა. ამის შემდეგ მშვენიერ სამოსში გამოწყობილი მეფე ბრუნდებოდა დიდი პროცესიის თანხლებით. ყველანი უბრუნდებოდნენ სამუშაოს და დინჯად იქცეოდნენ. ამგვარად ადამიანები ყოველ წელს იწყებდნენ ახალ ცხოვრებას. ანუ საახალწლო ტრადიციას რამე შეიცვალოს ცხოვრებაში საფუძველი ძველ ბაბილონში ჩაეყარა. ძველ სპარსეთში დღესასწაული ნოვრუზი (ახალი დღე) აღინიშნებოდა გაზაფხულის ბუნიაობის დროს, 21 დან – 22 მარტამდე და გაზაფხულის დადგომასა და თესვის პერიოდის დაწყებას. რამდენიმე კვირით ადრე სველ თასზე აღმოსაცენათ დებდნენ ხორბლისა და ქერის სათესლე მარცვლებს. თესლი გამოიტანდა ღივს, რაც ნიშნავდა გაზაფხულის მოსვლას და ცხოვრების ახალი წლის დასაწყისს. დღესასწაულის დაწყებამდე ყველანი ურიგდებოდნენ ერთმანეთს, უხვი მოსავლის,მადლიანი წვიმებისა და მდიდარი მოწველის იმედით მარცვლით, წყაროს წყლით ან რძით ავსებდნენ დოქებს. დღესასწაულის დილას უნდა დაესრულებინათ საჭმლის მომზადება,დალაგება, ბროწეულისა და ვაშლის ტოტებით სახლის მორთვა და ნაგვის გადაყრა. ამის შემდეგ იმართებოდა ეროვნული კერძებით, ტკბილეულითა და სასმლებით გაწყობილი სადღესასწაულო სუფრა. ძველ საბერძნეთში ახალი წელის დაწყება ემთხვეოდა წლის ყველაზე გრძელ დღეს – 22 ივნისს, ხოლო წელთაღრიცხვა იწყებოდა ცნობილი ოლიმპიური თამაშებიდან. ძველ რომში იმპერატორმა იულიუს კეისარმა პირველად შემოიღო კალენდარი, რომელშიც წელიწადი 1 იანვრიდან იწყებოდა. ამ დღეს რომაელები მსხვერპლს სწირავდნენ ორპიროვან ღმერთ იანუსს, რომელიც ითვლებოდა წამოწყებების მფარველად და გეგმავდნენ მნიშვნელოვან ღონისძიებებს, ვინაიდან მიაჩნდათ, რომ ის ამისთვის ყველაზე ხელსაყრელია. აგრეთვე ძველი რომიდან მოსულია საახალწლო საჩუქრების ჩუქების ტრადიციაც. თვლიან, რომ პირველ საჩუქრებს წარმოადგენდნენ დაფნის ხის ტოტები, რომლებიც დამდეგ წელს ბედნიერებასა და წარმატებას მოასწავებენ. საახალწლო საჩუქრებზე რომაელები წერდნენ მილოცვებსა და კეთილ სურვილებს, მაგალითად:” გისურვებ კეთილ და ბედნიერ ახალ წელს”, ზოგჯერ კი სახუმარო ლექსსაც მიაყოლებდნენ.