როგორ ხდება ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანება2045 2013.11.14
როგორ ხდება ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანება
ადვოკატთა ასოციაციის წევრი შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, გავლილი აქვს ადვოკატთა ტესტირება ან ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა (პროკურატურის მუშაკთა) საკვალიფიკაციო გამოცდა, აქვს იურისტად ან ადვოკატის სტაჟიორად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი, გაწევრიანების მოთხოვნით, დადგენილი წესით, მიმართა ასოციაციას და დადო ფიცი. ადვოკატი არ შეიძლება გახდეს პირი,ხოლო მოქმედ ადვოკატს შეუწყდება ასოციაციის წევრობა, თუკი იგი ნასამართლევია განზრახი მძიმე დანაშაულისთვის და ნასამართლობა არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული კანონმდებლობით დადგენილი წესით. ადვოკატი არ შეიძლება იმავდროულად იყოს `საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი ან სხვა პირი, რომელსაც კანონმდებლობით ეკრძალება საადვოკატო საქმიანობის განხორციელება. ასოციაციაში გაწევრიანებისათვის პირმა განცხადებასთან ერთად ასოციაციის აპარატს უნდა წარუდგინოსდიპლომი უმაღლესი იურიდიული განათლების შესახებ, ცნობა ნასამართლობის შესახებ, ცნობა აუცილებელი სტაჟის შესახებ, პირადობის მოწმობის ასლი, ავტობიოგრაფია და 4 ცალი ფერადი ფოტოსურათი და ერთი ფოტასურათი CD დისკზე. საწევრო გადასახადის დამადასტურებელი ქვითარი, ადვოკატთა (მოსამართლეთა, პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის) საკვალიფიკაციო ტესტირების სერტიფიკატი. გადაწყვეტილება ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების შესახებ მიიღება ერთი თვის ვადაში.აღმასრულებელი საბჭოს მიერ გაწევრიანების შესახებ განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საადვოკატო საქმიანობის დამადასტურებელი მოწმობა გაიცემა გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის შემდეგ.