3059
2013.12.06
იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის წესი
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ადგენს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ისეთ ფაქტებს, როგორიცაა:
პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების ფაქტი;
პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში გარდაცვალების ფაქტი;
პირის დაბადების რეგისტრაციის ფაქტი;
პირის გარდაცვალების რეგისტრაციის ფაქტი.
შესაბამისი განცხადების შეტანა შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში ან ნებისმიერ იუსტიციის სახლში. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ უნდა იქნეს შესაბამისი განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამისილია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად განცხადების განხილვის ვადა გააგრძელოს 1 თვით.
იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა ხდებაუფასოდ.
რაც შეეხება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების განმეორებით გაცემას, ამ შემთხვევაში მოქმედებს შემდეგი წესები:
სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობები გაიცემა პირზე, რომლის მიმართ რეგისტრირებულია შესაბამისი სამოქალაქო აქტების ჩანაწერი;
გარდაცვალების მოწმობა გაიცემა ნებისმიერ პირზე;
გარდაცვლილის სახელზე შედგენილი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება გაიცეს მის მემკვიდრეებზე;
დაბადების მოწმობა გაიცემა აგრეთვე მშობლებზე, მშვილებლებზე, მეურვეებზე, მზრუნველებზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანანოებზე;
სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება გაიცეს სხვა პირზე, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.
მოწმობის განმეორებით მისაღებად საჭიროა წერილობითი განცხადების და განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა იუსტიციის სახლში ან სერვისების განვითარების სააგენტოს სამსახურში.