იუსტიციის სახლის დროებითი სერვისცენტრები 09:00-დან 21:00 საათამდე იმუშავებს893 2013.12.09
იუსტიციის სახლის დროებითი სერვისცენტრები 09:00-დან 21:00 საათამდე იმუშავებს
თბილისის იუსტიციის სახლში სამუშაო პროცესის აღდგენამდე დროებითი სერვისცენტრები 09:00 საათიდან 21:00 საათამდე იმუშავებს. "ინტერპრესნიუსის" ცნობით, ყველა დროებით სერვისცენტრში 09:00 საათიდან 21:00 საათამდე მომხმარებელს შეეძლება 300-ზე მეტი სერვისი ჩვეულ რეჟიმში მიიღოს და საჭიროების შემთხვევაში დაჩქარებული სერვისებითაც ისარგებლოს. სერვისები დაყოფილია ორ ნაწილად - საბუთების ჩაბარება სერვისის მიღების მიზნით და მოგვიანებით მზა დოკუმენტების მიღება. დოკუმენტაციის ჩაბარება შესაძლებელია: აღსრულების ეროვნული ბიურო, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-10 კილომეტრი, 9:00საათიდან 21:00 საათამდე; იუსტიციის სახლის დროებითი სერვისცენტრი, ჩუბინაშვილის ქუჩა # 68 (თამარ მეფის გამზირისა და ჩუბინაშვილის ქუჩის კვეთაზე), 09:00 საათიდან 21:00 საათამდე; მზა დოკუმენტების მიღება შესაძლებელია დედაენის ბაღში არსებული სერვისცენტრიდან 9 საათიდან 21 საათამდე. საჯარო რეესტრის ძირითადი სერვისების მიღება (საბუთების ჩაბარება და დოკუმენტების მიღება) კვლავაც შესაძლებელია თბილისის ავტორიზებულ ყველა ნოტარიუსთან და "ლიბერთი ბანკის" 27 და "საქართველოს ბანკის" 10 ფილიალში.