1002
2013.12.20
ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ეთიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც აირჩიეს კომისიის ახალი თავმჯდომარე ადვოკატი ციცინო ცხვედიანი. ეთიკის კომისია შედგება ხუთი დისციპლინური კოლეგიისგან. ყოველი დისციპლინური კოლეგიის შემადგენლობაში არის ეთიკის კომისიის სამი წევრი. დისციპლინურ კოლეგიას ხელმძღვანელობს კოლეგიის თავმჯდომარე, რომელიც ანაწილებს საქმეებს კოლეგიის წევრებს შორის, იწვევს და წარმართავს დისციპლინური კოლეგიის სხდომას.დისციპლინური კოლეგიების შემადგენლობას და კოლეგიების თავმჯდომარეებს განსაზღვრავს ეთიკის კომისიის თავმჯდომარე თავისი გადაწყვეტილებით ერთი წლის ვადით.
ეთიკის კომისია შედგება 15 წევრისაგან, რომელთაგან 3 არაადვოკატი წევრია. ეთიკის კომისიის წევრებს ოთხი წლის ვადით, ფარული კენჭისყრით, ირჩევს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება. ეთიკის კომისია თავისი შემადგენლობიდან, სიითი შემადგენლობით, ფარული კენჭისყრით ოთხი წლის ვადით ირჩევს თავმჯდომარეს კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ეთიკის კომისიის თავმჯდომარე იწვევს და ხელმძღავნელობს კომისიის სხდომებს.