იმპორტი და მასთან დაკავშირებული პროცედურები1473 2012.10.18
იმპორტი და მასთან დაკავშირებული პროცედურები
იმპორტი გულისხმობს საზღვარგარეთიდან საქონლის, ტექნოლოგიის და კაპიტალის შემოტანა ქვეყანა იმპორტიორის ბაზარზე მისი რეალიზაციისთვის.სახელმწიფოები ხშირად იყენებენ იმპორტირებული საქონლის საბჭო ან სატარიფო დაბეგვრას. გადასახდელი თანხა შეიძლება იყოს ფიქსირებული ან წარმოადგენდეს საქონლის ღირებულების პროცენტს. ამგვარი ღონისძიებები წარმოადგენს ძირითად ბარიერს, რომელიც იცავს ეროვნულ მეწარმეებს უცხოელი კონკურენტებისაგან, აგრეთვე ეს არის სახელმწიფო შემოსავლების მნიშვნელოვანი წყარო. საიმპორტო შეზღუდვების სხვა საშუალებებიც არსებობს: საიმპორტო ლიცენზია არის ნებართვა ქვეყანაში განსაზღვრული საქონლის შემოტანაზე. საიმპორტო კვოტები ზღუდავს ცალკეული სახეობის საქონლის შემოტანის მოცულობას და ვადას. იმპორტიორი ორგანიზაცია არის, რომელსაც შემოაქვს საქონელი ან იღებს მომსახურებას საზღვარგარეთიდან. ტერმინი იმპორტიორი შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სახელმწიფოს მიმართ, რომელშიც იმპორტის წესით შედის საქონელი.