რა ფუნქციები  და უპირატესობები აქვს მოქალაქის პორტალს1109 2014.02.05
რა ფუნქციები და უპირატესობები აქვს მოქალაქის პორტალს
მოქალაქის პორტალი my.gov.ge არის ონლაინ რესურსი (ვებ-გვერდი), რომელშიც თავმოყრილია სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების ელექტრონული სერვისები. მოქალაქის პორტალი საშუალებას აძლევს მომხმარებელს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად ინტერნეტის მეშვეობით, ისარგებლოს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სტრუქტურების ელექტრონული სერვისებით და მნიშვნელოვნად დაზოგოს როგორც დროითი, ისე ფინანსური რესურსები. მომხმარებლის პირადი გვერდი წარმოადგენს სივრცეს, სადაც მოცემულია პიროვნებასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია და სერვისების ჩამონათვალი. პორტალზე განთავსებული სერვისები გაერთიანებულია შემდეგ კატეგორიებში: პირადი ინფორმაცია, ოჯახი, ჯანმრთელობა, სოციალური მომსახურება, ქონება, ბიზნესი, გადასახადები, ჯარიმები, განათლება, კომუნალური გადასახადები. იუსტიციის სახლის ხანგრძლივი მომსახურების სივრცის ოპერატორი, ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს, რომელიც ფლობს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, სთავაზობს მომხმარებლის პორტალზე დარეგისტრირებას; არსებობს რეგისტრაციის ორი სახე: 1) რეგისტრაცია მოქმედი პირადობის ახალი მოწმობით და მისი პინ-კოდის საშუალებით; რეგისტრაცია მომხმარებლის სახელის და პაროლის გამოყენებით; იუსტიციის სახლებში მომხმარებლის დარეგისტრირება ხდება მხოლოდ მომხმარებლის სახელის და პაროლის გამოყენებით; პირადობის ახალი მოწმობით და პინ-კოდით რეგისტრაცია შესაძლებელია პირადი კომპიუტერიდან. რეგისტრაცია მოქმედიპირადობის ახალი მოწმობით და პინ-კოდის საშუალებით იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს აქვს პირადობის ახალი მოწმობა და ბარათის ოთხნიშნა პინ-კოდი, შესაძლებელია დარეგისტრირებაპირადობის ახალი მოწმობისმეშვეობით; ასეთ შემთხვევაში მოქალაქე შეძლებს ისარგებლოს საიტზე მოქმედი ყველა სერვისით შეუზღუდავად (სერვისები, რომლებიც საჭიროებს ელექტრონულ ხელმოწერას [მაგალითად ბიზნესის რეგისტრაცია] და სერვისები, რომელთა სარგებლობისთვისაც ელექტრონული ხელმოწერა არ არის საჭირო); ოპერატორი მომხმარებელს უტარებს მცირე ინსტრუქტაჟს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განახორციელოს საიტზე რეგისტრაცია, თუმცა უშუალოდ მოქალაქის დარეგისტრირებას იუსტიციის სახლის ოპერატორი არ ახორციელებს; მომხმარებელს რეგისტრაციის ამ ფორმის შემთხვევაში, მას დასჭირდებაპირადობის ახალი მოწმობისწამკითხველი, რომლის შეძენა შესაძლებელია იუსტიციის სახლში. 2)რეგისტრაცია მომხმარებლის სახელით და პაროლით იმ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქე ფლობს მოქმედპირადობის ახალი მოწმობის, მაგრამ თან არ აქვს/არ ახსოვს ბარათის ოთხნიშნა პინ-კოდი, ასევე თუ მომხმარებელიპირადობის ახალი მოწმობისნაცვლად ფლობს პირადობის დამადასტურებელ სხვა დოკუმენტს, საიტზე რეგისტრაცია შესაძლებელია მომხმარებლის სახელის და პაროლის მინიჭებით; რეგისტრაციის პროცესს ახორციელებს იუსტიციის სახლის ოპერატორი; რეგისტრაციის აღნიშნული ფორმის არჩევით, ხელმისაწვდომია მხოლოდ ის სერვისები, რომელთა სარგებლობისთვისაც საჭირო არ არის ელექტრონული ხელმოწერა; პაროლის მინიჭება ხდება ერთჯერადად; ერთჯერადი პაროლი გენერირდება პროგრამულად; რეგისტრაციის შემდეგ აუცილებელია მოხდეს საიტზე მომხმარებლის იდენტიფიცირება (საიტზე ვიზიტი), რეგისტრაციიდან 240 საათის (10 დღის) განმავლობაში; თუ რეგისტრირებიდან 240 საათის (10 დღის) განმავლობაში, მომხმარებელი არ მოახდენს საიტზე შესვლას/ იდენტიფიკაციას, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება; მას შემდეგ რაც მომხმარებელი საიტზე გაივლის პირველად იდენტიფიკაციას, აუცილებელია საიტის შემდგომი მოხმარებისთვის, მოქალაქემ შეცვალოს ერთჯერადი პაროლი. ცვლილების დროს სისტემა არ ახდენს პაროლის ავტომატურად გენერირებას, მომხმარებელი თავად ირჩევს სასურველ პაროლს; იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი პორტალზე რეგისტრირებულია სახელით და პაროლით და სურსპირადობის ახალი მოწმობისრეგისტრაცია, აუცილებელია, მან იუსტიციის სახლში გააუქმოს არსებული (სახელით და პაროლით) რეგისტრაცია და შემდგომ საკუთარი რესურსით დარეგისტრირდეს საიტზე. პორტალით სარგებლობა უფასოა; იმის გათვალისწინებით, რომ პორტალზე ხელმისაწვდომია სხვადასხვა უწყების სერვისები, თითოეული სერვისის ღირებულება განისაზღვრება ამა თუ იმ მომსახურების საბაზრო ღირებულებით.