1175
2014.02.07
თხოვების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე
უძრავ ნივთზე თხოვების უფლების წარმოშობის რეგისტრაცია ნიშნავს ამ უფლების წარმოშობის შესახებ მონაცემთა აღრიცხვას შესაბამის რეესტრში. თხოვების უფლების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულებით გამნათხოვრებელი კისრულობს ვალდებულებას გადასცეს მონათხოვრეს ქონება დროებით უსასყიდლო სარგებლობისათვის. თხოვების უფლების წარმოშობისთვის საჭიროა ამ უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თხოვების ხელშეკრულების ერთერთი მხარე კერძო სამართლის იურიდიული პირია (სპს, კს, სს, შპს, კოოპერატივი), წინააღმდეგ შემთხვევაში თხოვების უფლების წარმოშობისთვის არ არის სავალდებულო ამ უფლების რეგისტრაცია. უძრავ ქონებაზე თხოვების უფლების წარმოშობის რეგისტრაციისათვის მიმართეთ იუსტიციის სახლს ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს. თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:
განცხადება (ელექტრონული განცხადება ივსება ფრონტ ოფისის ოპერატორის მიერ);
თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენეტის ასლი;
სათანადო წესით (სანოტარო წესით ან საჯარო რეესტრში უფლებამოსილი პირის მიერ) დამოწმებული, თხოვების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გადახდა შესაძლებელია ადგილზე);
იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხართ დაინტერესებული პირის წარმომადგენელი მაშინ დამატებით წარმოადგინეთ სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია გადაწყვეტილების მისაღებად. სარეგისტრაციო წარმოების ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მაშინ ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე. საჯარო რეესტრის ეროვნული საჯარო რეესტრის წარმოებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ახორციელებს უშუალოდ, ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების ან ავტორიზებული პირების მეშვეობით.
უძრავ ნივთზე კერძო სამართლის იურიდიული პირის მონაწილეობით დადებული გარიგებების საფუძველზე თხოვების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად შეიძლება გამოყენებული იქნეს 2010 წლის 10 დეკემბრამდე მარტივი წერილობითი ფორმით დადებული გარიგებები.