1943
2014.03.10
ყველაზე უცნაური გადასახადები
კაცობრიობის ისტორიაში არსებობდა და დღესაც არსებობს კანონები, რომლებიც მოქალაქეებს უცნაურ და, ხშირ შემთხვევაში უსამართლო გადასახადებს უწესებენ. მაგალითად,XIV საუკუნეში ინგლისში არსებობდა გადასახადი სიცოცხლისთვის. მასშიპირდაპირი მნიშვნელობით მოიაზრებოდა გადასახადი ყოველი ცოცხალი ადამიანისგან. აღნიშნული კანონი დიდი აჯანყების შემდეგ მალევე გაუქმდა. 1689 წელს პეტრე პირველმა დააწესა გადასახადები წვერისმქონე მამაკაცებზე, შესაბამისად იმ დროს წვერს მხოლოდ მდიდარი ატარებდა, ხოლო ვინც გადასახადს არ იხდიდა ფულის უქონლობის გამო, ჯარიმდებოდა, ატუსაღებდნენ ციხეში და იქ ამუშავებდნენ ჯარიმის დასაფარად. 17-18 საუკუნეებში ინგლისსა და შოტლანდიაში დაინერგა გადასახადები სახლის ფანჯრების რაოდენობის მიხედვით, ღარიბ მოსახლეობას, რომელიც ბეგარას ვერ იხდიდა, უწევდათ სახლის ფანჯრების აგურით ამოშენება. ეს უკანონო კანონი სამწუხაროდ დიდხანს გაგრძელდა და მხოლოდ 1851 წლის 24 ივლის გაუქმდა. მეოცე საუკუნის დასაწყისში არსებობდაგადასახადი სარეცხის გავლებისთვის წყლის მეპატრონეებისგან.
ყინვიან ზამთარში, სარეცხის გასავლებად წყლის ხვრელთან მისასვლელად თითოეული მოქალაქე 20 კაპიკს იხდიდა, თითო გავლებულ “სარეცხზე” კი 2 კაპიკს. არც თუ ისე დიდი ხნის წინათ, 1993 წელს ვენეციაში შეიმუშავეს კანონი, რომლის თანახმად არცერთი ღია რესტორნისა თუ ბარის მეპატრონეს არ აქვს უფლება ღია ცის ქვეშ დაწესებულება გადახუროს. ამ დაჩრდილვის გამო მას ეკისრება გადასახადები ჯარიმის სახით, რომელსაც უხდის სახელმწიფო ხაზინას. არსებობდა ასევე გადასახადი ქუდის ტარებისათვის. კანონი დიდ ბრიტანეთში საკმაოდ დიდხანს, 1784-დან 1811 წლამდე მოქმედებდა. იმ დროს თითქმის ყველა ჯენტლმენი ქუდს ატარებდა და ამიტომ უწევდათ გადასახადების გადახდა ამისათვის, სახელმწიფო კი საკმაო თანხებს გამოიმუშავებდა ამ გზით. ვისაც გადასახადი გადახდილი ჰქონდა, მას ქუდზე შესაბამის იარლიყს უკეთებდნენ, რომ ჯარიმისგან თავი დაეცვა, ხოლო ვინც ამ იარლიყს აყალბებდა, მათ შესაბამისი სასჯელით სჯიდნენ.
რაც შეეხებათ ამ ქუდების მკერავებს, რომლებიც გადასახადებს არ იხდიდნენ, ორმაგად ჯარიმდებოდნენ. მომზადებულია Ucnauri.com–ის მიხედვით