967
2014.03.13
რესტორანს ცხელი წვნიანით ენის დამწვრობისთვის ჯარიმა დაეკისრა
კანადის პროვინცია კვებეკის მკვიდრმა სასამართლო პროცესი მოუგო რესტორანს, რომლის „ზედმეტად ცხელმა“ სუპმაც მოსარჩელეს ენა დაწვა. რესტორანი ვალდებულია კლიენტს 69,455 ამერიკული დოლარი გადაუხადოს. 58 წლის ქალბატონი სასამართლო პროცესზე ამტკიცებდა, რომ 1998 წელს, რესტორანში Tim Hortons, კარტოფილის სუპის მირთმევისას, ცხელმა კოვზმა ენა დაწვა. მისივე განცხადებით, ენის დამწვრობამ თავის მხრივ, მრავალწლიანი ტკივილი, გემოს შეგრძნების დაკარგვა, დეპრესია და საბოლოო ჯამში მუშაობის უნარის დაკარგვა გამოიწვია. ბრალდების საპასუხოდ რესტორანი აცხადებდა, რომ სუპის ტემპერატურა სტანდარტული იყო. სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ „2004 წლამდე რესტორანში კერძის ტემპერატურის აღრიცხვის პრაქტიკა არასაკმარისად თანმიმდევრული იყო“. სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად რესტორანი ვალდებული იყო კლიენტი გაეფრთხილებინა, რომ „სუპი საფრთხეს წარმოადგენდა“.
10-დღიანი სასამართლო განხილვის შემდეგ უმაღლესმა სასამართლომ რესტორანს დააკისრა ზარალის სახით 33.333 დოლარის და სასამართლო ხარჯების ანაზღაურების სახით 36.121 დოლარის გადახდა. ამავე დროს, სასამართლომ ენის დამწვრობასა და დეპრესიას შორის კავშირი დამაჯერებლად არ ჩათვალა. Tim Hortons არის კანადის უმსხვილესი სრაფი კვების რესტორნების ქსელი. წყარო news.ge