სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების რეგისტრაციას ნოტარიუსებიც უზრუნველყოფენ819 2014.03.26
სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების რეგისტრაციას ნოტარიუსებიც უზრუნველყოფენ
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, თანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ, ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ლალი გზირიშვილმა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ. მემორანდუმის მიზანია უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, რაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების რეგისტრაციისგამარტივებას შეუწყობს ხელს. „მეწარმეთა შესახებ" და „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ" კანონის შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, როგორც კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არეგისტრირებს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის რეგისტრაციაზე განაცხადის მიღების უფლებამოსილება, ასევე, საჯარო რეესტრის ავტორიზებულ ნოტარიუსებს ენიჭებათ. საჭიროების შემთხვევაში, ნოტარიუსები კოოპერატივების წესდებას სანოტარო წესითაც დაამოწმებენ. ხოლო სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტ .სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსს ანიჭებს. სტატუსის მინიჭების შემდეგ, მეწარმეებს კანონით განსაზღვრული შეღავათებითა და სახელმწიფო ხელშემწყობი პროგრამებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის რეგისტრაციისთვის, დაინტერესებულმა პირმა საჯარო რეესტრში უნდა წარადგინოს: • განცხადება/ დამფუძნებელთა შეთანხმება; • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი დარეგისტრირების შემდეგ, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სტატუსის მოსაპოვებლად მეწარმეებმა განცხადებით უნდა მიმართონ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს და წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები: • უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი; • საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული ქონების დამადასტურებელი დოკუმენტი • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდება