განქორწინებათა რაოდენობამ 13 %–ით მოიმატა786 2014.04.04
განქორწინებათა რაოდენობამ 13 %–ით მოიმატა
სტატისტიკის ეროვნულმა ბიურომ გამოაქვეყნა 2013 წლის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლები. ანგარიშში ტრადიციულად შევიდა წინა წლის განმავლობაში რეგისტრირებული ქორწინებებისა და განქორწინებების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია. 2013 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 14,1 პროცენტით გაიზარდა და 34 693 ერთეული შეადგინა. რაც შეეხება განქორწინებებს, 2013 წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 8 089 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 13,4 პროცენტით აღემატება. 2013 წელს 2012 წელთან შედარებით 22 პროცენტით გაიზარდა განქორწინებათა რიცხვი 0-10 წლამდე ხანგრძლივობის ქორწინებებში. საერთო განქორწინებათა რაოდენობაში 1 წლამდე ხანგრძლივობის ქორწინებების წილი ყველაზე მაღალია (6,7 პროცენტი). 2013 წელს განქორწინების საშუალო ასაკმა ქალებისათვის 35,9, ხოლო მამაკაცისთვის - 39,1წელი შეადგინა.