იუსტიციის სახლი 7 აპრილიდან განაახლებს მუშაობას 2488 2014.04.06
იუსტიციის სახლი 7 აპრილიდან განაახლებს მუშაობას
თბილისის იუსტიციის სახლი 7 აპრილიდან მუშაობას განაახლებს. როგორც იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, იუსტიციის სახლი ყოველდღე09:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებს და მომხმარებელს მომსახურებას კვლავ ერთ სივრცეში შესთავაზებს. იუსტიციის სახლის ხელახალ ამუშავებასთან ერთად, მუშობას შეწყვეტს სამივე დროებითი ფილიალი, რომლებიც საგანგებოდ, იუსტიციის სახლში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო გაიხსნა. "7 აპრილიდან ყველა მომხმარებელმა, იუსტიციის სახლის 300-ზე მეტი სერვისის მისაღებად, მხოლოდ თბილისის იუსტიციის სახლს უნდა მიმართოს. იუსტიციის სახლში სარემონტო სამუშაოების განხორციელება ძლიერი ქარის გამო სახურავის მე-7 პეტალის დაზიანების შემდეგ გახდა საჭირო. შეკეთდა და გამაგრდა სახურავის კონსტრუქციის როგორც გარე, ისე შიდა მონაკვეთი. განხორციელდა სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები, დადუღდა ასეულობით გაუმაგრებელი წერტილი. ექსპერტების შეფასებით, იუსტიციის სახლის სახურავი სარემონტო სამუშაოების შემდეგ სრულებით უსაფრთხოა, როგორც იუსტიციის სახლის მომსახურე პერსონალისთვის ისე მომხმარებლისთვის".– ნათქვამია განცხადებაში.