3076
2014.04.23
საინტერესო ფაქტები ამერიკული პოლიციის შესახებ
ამერიკის შეერთებული შტატების ყოველ შტატს აქვს მართვის საკუთარი სისტემა. როგორც წესი ისინი დამოუკიდებლები არიან, ამიტომაც ისეთი ტერმინი, როგორიცაა “აშშ-ს პოლიცია”, ამერიკელი კანონდამცველებისთვის მიუღებელია. პოლიციის ყოველ მმართველობას საკუთარი სტრუქტურა აქვს. ყოველ შტატებში ის განსხვავებულია, მაგრამ მსგავსებაც არის. პოლიციელის ანაზღაურება ყოველ წელს შეადგენს40 ათას ამერიკულ დოლარს. ის იზრდება მსახურობის წელთან ერთად. ასევე ხდება ზეგანაკვეთური სამუშაო დროის კომპენსირება.
ასეთი სამუშაოს ფასი 50% უფრო ძვირადღირებულია. პირველი სამი წლის განმავლობაში პოლიციელს აქვს მხოლოდ 20 დღიანი შვებულება, ხოლო 4 წლის შემდეგ ის იზრდება 26 დღემდე. შვებულებაში პირველები ის ოფიცრები გადიან, რომლებიც დიდი ხანია მუშაობენ. როდესაც მოქალაქე იწყებს მუშაობას პოლიციაში, მას ანიჭებენ “დეტექტივის” ან “ოფიცრის წოდებას”, რომლებიც ჩინის მიხედვით ითვლებიან ყველაზე უმცროსებად. ამათგან 90% გადის პენსიაზე ამავე წოდებით. ახალ წოდებას არ ანიჭებენ მსახურობის წლების ან სხვა დამსახურებების გამო. თუკი პოლიციის ახალ სამმართველოში დაიწყებს ადამიანი მუშაობას, მაშინ კარიერის დაწყება მოუწევს ყველაზე დაბალი წოდებიდან. ასეთი პირობებია გადაყვანის შემთხვევაშიც. რაც შეეხება დამსახურებულ რანგს, მაშინ ის რჩება “ძველ” სამმართველოში. დაკითხვებს და გამოძიებებს დეტექტივები აშშ-ში ატარებენ დამოუკიდებლად. სასამართლოს სჯერა ოფიცრის სიტყვების, მაგრამ თუკი ტყუილში გამოიჭერენ, მაშინ მას ელის 15 წლიანი პატიმრობა. ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები საჭიროების შემთხვევაში ვალდებულები არიან თავიანთი გადაადგილების საშუალება დაუთმონ კანონის წარმომადგენელს.
ამიტომაც როდესაც ფილმებში აჩვენებენ, რომ პოლიციელი მოქალაქეს ართმევს ავტომობილს ან სხვა რაიმეს არის სიმართლე. პოლიციის ერთ სამმართველოში არ შეიძლება მუშაობდეს ოჯახური წყვილი. ითვლება, რომ ფორს-მაჟორის დროს ოჯახის მეორე წევრს არ შეუძლია იმოქმედოს სწრაფად. წყარო ucnauri.com