1305
2014.05.08
რა პროცედურაა გასავლელი ადვოკატთა ასოციაციის სტაჟიორთა ერთიან ბაზაში დასარეგისტრირებლად?
ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის, 1 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის“თანახმად, პირს, რომელიც განცხადებით მიმართავს ადვოკატთა ასოციაციას გაწევრიანების შესახებ, უნდა ჰქონდეს იურისტად ან ადვოკატის სტაჟიორად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი.
ამავე კანონის მე-16 მუხლის, 1 პუნქტის თანახმად, ადვოკატთან ან საადვოკატო ბიუროში სტაჟირების გასავლელად, პირმა სტაჟიორად გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 დღისა, სტაჟიორის რეგისტრაციის ფორმასთან ერთად ადვოკატთა ასოციაციაში უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები: • ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი; • პირადობის მოწმობის ასლი; • ადვოკატის მიერ გაცემული ცნობა პირის სტაჟიორად გამწესების შესახებ. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებამდე გავლილი სტაჟირება (ადვოკატთან, საადვოკატო ფირმაში, სასამართლოში და ა.შ) არ ითვლება გაწევრიანებისთვის საჭირო სტაჟად. რაც შეეხება ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებას, დაინტერესებულმა პირმა ასოციაციაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: 1. დიპლომი იურიდიული განათლების შესახებ; 2. ცნობა აუცილებელი სტაჟის შესახებ; 3. პირადობის მოწმობის ასლი 4. ავტობიოგრაფია ან CV; 5. 4 ფერადი ფოტო სურათი, 3X4; 6. სერტიფიკატის დედანი და ასლი; 7. ცნობა ნასამართლეობის შესახებ; 8. 1 ფოტო სურათი CD დისკზე 9. გაწევრიანების წლის საწევრო გადასახადის ქვითარი.