1245
2014.05.23
უცნაური აკრძალვები, რომლებსაც არაბეთში ქალები უნდა დაემორჩილონ
საუდის არაბეთი, ქალის როლთან მიმართებაში, კონსერვატულ მუსულმანურ ქვეყანას წარმოადგენს. მიმდინარე წელს სამეცნიერო-ტექნიკური უნივერსიტეტი გაიხსნა, სადაც ბიჭები და გოგონები ერთად სწავლობენ. თუმცა ამ ქვეყანაში დღემდე არსებობს ქალებისთვის ისეთი აკრძალვები, რომლებიც სხვა ქვეყნებში სრულიად წარმოუდგენელია. დიდი ხანია მას შემდეგ, რაც ქალები იბრძვიან,რომ მანქანის ტარების უფლება მოიპოვონ. ფორმალურად დაშვებულია, რომ ქალმა ატაროს მანქანა, მაგრამ არაბეთში ქალებს არ აძლევენ მართვის მოწმობას.
ბევრი ქალი მანქანას ატარებს მართვის მოწმობის გარეშე.ოფიციალურად არანაირი სასჯელი არ არსებობს ქალებისთვის, რომ ისინი მანქანას ატარებენ მართვის მოწმობის გარეშე. არაბეთში დაუოჯახებელ ქალებსა და მამაკაცებს ერთსა და იმავე ადგილზე ყოფნა ეკრძალებათ. ისეთ საზოგადოებრივ ადგილებში, როგორებიცაა რესტორანი, სავაჭრო ცენტრი, კაფე და ა.შ. ორივე სქესის ერთად ყოფნა მათ ნათესაურ კავშირზე მიუთითებს. ფილმის ყურების ერთადერთი გზა ბაჰრეინში მოკლე მოგზაურობის დაგეგმვაა, სადაც კინოთეატრში ქალისა და მამაკაცის შეხვედრა ნებადართულია.
ასევე არ აქვთ არაბ ქალებს სპორტით დაკავების უფლებაც. სკოლებში აკრძალულია მოსწავლე გოგონების შესვლა სპორტულ დარბაზში. არაბი ქალებისთვის ასევე აკრძალულია მუსიკის მოსმენაც. ერთადერთი დასაშვები სფერო ფორტეპიანოს ინდივიდუალური გაკვეთილებია. ასევე აკრძალულია 14 თებერვალს ვალენტინობის აღნიშვნა და ამ დღეს იკრძალება ყველაფერი, რაც წითელ ფერს უკავშირდება. მაღაზიები ვერ ყიდიან წითელ ყვავილებს, ადამიანები ვერ ატარებენ წითელ შარფს, წითელ მანიკიურს და ა.შ.