2013 წლის 11 დეკემბრის კანონით, რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის8 იანვარს, შეიცვალა საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლისპირველი ნაწილით გათვალისწინებული დისპოზიციის ნაწილი იმ მიმართებით, რომ ამ დანაშაულის შემადგენლობასიძლევა მხოლოდ განმეორებით ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რა დროსაც მნიშვნელობა არა აქვს არცწარსულშინასამართლობას და არც ასაკს.რაც შეეხება ამ დისპოზიციის მე-2 ნაწილს - ,,ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარებას“, იგი დარჩა უცვლელად, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შემადგენლობა მოგვცა პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენამ არაერთგზის ან განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
აღნიშნულიდან გამომდინარე,საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან ახალი კანონისთანახმად,მსჯავრდებული ნ.პ.არ არის განმეორებით ადმინისტრაციულსახდელდადებული პირი ცივი იარაღის ტარებისათვის, ესე იგი მის ქმედებაში არ არის სსკ-ის2381–ე მუხლისპირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, შესაბამისად, წარსულში მისი ნასამართლობა მძიმე დანაშაულისათვის ვერ მოგვცემს საქართველოს სსკ-ის2381–ე მუხლის მე–2 ნაწილითგათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, რის გამოცმსჯავრდებული გამართლდა. იხილეთგადაწყვეტილება სრულად
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა