საქართველოს კანონმდებლობა აივ ინფექციის/ შიდსის შესახებ2386 2012.10.18
საქართველოს კანონმდებლობა აივ ინფექციის/ შიდსის შესახებ
შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომიარის დაავადება, რომელიც ვითარდებააივ-ინფექციის (ინგ.Acquired Immune Deficiency Syndrome,AIDS) ფონზე და ხასიათდება CD4+ ლიმფოციტების რაოდენობის კლებით, მრავალი ოპორტუნისტული ინფექციური და არაინფექციური დაავადებებით. არსებითად არისაივ-ინფექციის ბოლო სტადია.

შიდსი რეგისტრირებულია მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 206 ქვეყანაში. ოფიციალური მონაცემებით, სადღეისოდ მსოფლიოში შიდსის ვირუსით ინფიცირებულია 20 მილიონამდე ადამიანი, მათგან 80% სქესობრივი გზით დაავადდა. (აქედან 70%ჰეტეროსექსუალურ, ხოლო 10% ჰომოსექსუალურ კავშირებზე მოდის ). აივ-ით ინფიცირებულია მსოფლიოში აღრიცხულ ნარკომანთა 80%. აივ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლა მსოფლიოს ყველა ქვეყანისათვის დიდ გამოწვევად არის ქცეული, არსებობს სხვადასხვა სახელმწიფო თუ არასამთავრობო პროექტები დაავადებასთან ბრძოლის საქმეში, ასევე, საკანონმდებლო ჩანაწერები დაავადების კონტროლისათვის, მათ შორის ქართულ კანონმდებლობაში.„აივ–ინფექცია/ შიდსის შესახებ“ საქართველოს კანონი შექმნილია ფიზიკურ პირთა ჯანმრთელობის დაცვის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულებისათვის აივ ინფექცია/შიდსთან მიმართებით. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის საპასუხო ღონისძიებების ძირითად პრინციპებს, ფიზიკურ პირთა აივ ინფექციაზე ტესტირების, აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა მკურნალობისა და მოვლის, მათზე ზრუნვის საკითხებს, აგრეთვე აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა და მედიცინის მუშაკთა უფლება-მოვალეობებს. საქართველოს კანონი „აივ– ინფექცია/ შიდსის შესახებ“ ეხმიანება საერთაშორისო გამოწვევებს დაავადების კონტროლისა და პრევენციის შესახებ და მის შესაბამისად შექმნილია ერთიანი სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭო, რომელიც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს სახელმწიფო, ადგილობრივ, საზოგადოებრივ და სხვა ორგანიზაციათა (დაწესებულებათა) შეთანხმებულ მოქმედებებს, საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, მონაწილეობა ღებულობს აივ ინფექცია/შიდსთან დაკავშირებული კანონმდებლობის შემუშავებაში, ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას, უზრუნველყოს ქვეყანაში აივ ინფექცია/შიდსის საპასუხო ღონისძიებებთან დაკავშირებული ინიციატივების/საკითხების სამთავრობო დონეზე განხილვას და გადაწყვეტილებების მიღებისა და განხორციელების ხელშეწყობას. სახელმწიფო პოლიტიკა აივ–ინფექცია/შიდსის სფეროში მოიცავს აივ ინფექცია/შიდსის პრევენციისა და მკურნალობის სახელმწიფო პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას, აივ–ინფიცირებულების უფლებების დაცვას, აივ ინფიცირებულთა დისკრიმინაციის აკრძალვას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ჩვენი მიზანი ამ ჩანაწერის მომზადებისას, არის ის, რომ საზოგადოებას ვაცნობოთ, არსებობს სხვადასხვა სახის მრავალი კანონი, საიმისოდ, რომ დავიცვათ ჩვენი უფლებები, მთავარია ვიცოდეთ მათ შესახებ. ბლოგის მთავარი გამოწვევა ყველა ჩანაწერის გაკეთებისას არის ის, რომ საზოგადოებას დავეხმაროთ თავისი უფლებების დაცვაში, კანონშემეცნებითობაში, ვაცნობოთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი კანონის არსებობის შესახებ, რომელთა არსებობაც უცნობია საზოგადოებისათვის. გახსოვდეს, იცოდე კანონი და იქნები დაცული!