ოპიუმი, როგორც ძილის მომგვრელი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, უძველესი დროიდან იყო ცნობილი. ძველ საბერძნეთსა და რომში მას სწორედ სამედიცინო მიზნით იყენებდნენ. მაჰმადიანურ ქვეყნებში, სადაც რელიგია ალკოჰოლის გამოყენებას კრძალავს, ოპიუმს ხშირად მიმართავდნენ, როგორც დამათრობელ საშუალებას. მაჰმადიანობის ექსპანსიასთან ერთად იგი ფართოდ გავრცელდა ევროპასა და აზიაში. ოპიუმისაგან მიღებულ სინთეზურ ნივთიერებებს ოპიატებს უწოდებენ, თავად ოპიუმი კი მზადდება ყაყაჩოს სხვადასხვა სახეობებისაგან, უმეტესად – საძილე და ზეთოვანი ყაყაჩოსაგან.
მართალია, ოპიუმს უხსოვარი დროიდან იცნობდნენ, მაგრამ მეტად საშიშ ნარკოტიკად ის მე-19 საუკუნეში აღიარეს, მას შემდეგ, რაც ამ ნივთიერებამ ჩინეთიდან ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში შეაღწია. ევროპაში ოპიატების სწრაფად გავრცელებასა და ფართო პოპულარობის მოხვეჭას ხელი იმანაც შეუწყო, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში ოპიუმის გადამუშავების მეშვეობით გამოჰყვეს მისი აქტიური კომპონენტი – მორფინი, უებარი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, რომელმაც მოგვიანებით მილიონობით ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს, ამასთან მილიონობითვე დააავადა მორფინიზმით – ნარკომანიის ერთ-ერთი მძიმე ფორმით. მორფიუმის დაბადება – მორფინის აღმოჩენა 20 წლის მეაფთიაქის, ფრიდრიხ ვილჰემ სერტიურნერის სახელს უკავშირდება. პატერბორნის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ ნეიჰაუზენში მცხოვრები პროფესიით ინჟინრისა და გატაცებით ქიმიკოსის ვაჟი ჯერ კიდევ ბავშვობიდან უშეცდომოდ ცნობდა მამის ლაბორატორიაში მოთავსებულ ასობით ქიმიურ ნივთიერებას. “მას დიდი მომავალი აქვს” – ხშირად ესმოდა პატარას სიამაყით აღვსილი მამის ეს ფრაზა. როგორც მეტად ნიჭიერი და მოწადინებული ბავშვი, ფრიდრიხი მამის გარდაცვალების შემდეგ პადერბორნის სასახლის მეაფთიაქემ აიყვანა თანაშემწედ. სასახლის ლაბორატორიაში მას თავისუფლად შეეძლო სასურველი ექსპერიმენტების ჩატარება. ფრიდრიხი ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში დაინტერესდა ოპიუმით და მიხვდა, რომ ოპიუმის თვისებებს მასში არსებული “რაღაც” ნივთიერება განაპირობებდა. ამ უკანასკნელის სუფთა სახით გამოყოფას კი შეეძლო, გადატრიალება მოეხდინა მედიცინაში. საკუთარ წარმატებაში დარწმუნებულმა ახალგაზრდა მეცნიერმა გადაწყვიტა, ის გამოეცადა ცხოველებზე, კერძოდ კი ქუჩის მაწანწალა, უპატრონო ძაღლებზე. საექსპერიმენტო ობიექტის ასაყვანად ფრიდრიხი ქუჩის კუთხეში იმალებოდა და ძაღლებს გამოჩენისთანავე ძვლებით იტყუებდა ლაბორატორიაში, სადაც მის მიერ აღმოჩენილი ფხვნილით “შეზავებული” საჭმლით უმასპინძლდებოდა. რამდენიმე წუთში ძაღლები ისეთი ღრმა ძილით იძინებდნენ, რომ შესაძლებელი ხდებოდა მათზე ნებისმიერი ქირურგიული მანიპულაციის ჩატარება. ამგვარად, ფხვნილის ზემოქმედებით ისინი არა მარტო იძინებდნენ, არამედ ტკივილის შეგრძნების უნარსაც კარგავდნენ. ძაღლებზე ჩატარებული კვლევების შემდეგ ოპიუმის “მთავარი მამოძრავებელი ძალა” ფრიდრიხმა საკუთარ თავზეც გამოსცადა. მან საბოლოოდ დაადგინა მისი ზღვრულად დასაშვები დოზა და ბერძნული მითოლოგიის ძილის ღმერთის – მორფეუსის პატივსაცემად, აღმოჩენილ ნივთიერებას მორფიუმი უწოდა.
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა